რატომ უნდა იყოს პორტატული დამტენი სადგური ყველა ოჯახში? – გურიის გამოცდილება

თებერვლის ბოლოს, გურიაში დიდთოვლობის შედეგად ჩაკეტილ სოფლებში იუთუბერი გიორგი დანელია და მისი 6-კაციანი გუნდი საქართველოში პირველი ტვირთამწე დრონით DJI Flycart 30-ით გაემგზავრა და ორი დღის განმავლობაში 20-მდე ოჯახს გაუწია დახმარება. სრულ თავგადასავალს, ხალხის გაუმეორებელ ემოციებსა და ახალ გამოცდილებებს გიორგი თავის Youtube ვიდეოში გვიზიარებს.
გაუკვალავ მთებში მცხოვრებ მოსახლეობას კოპტერის გუნდი გზიდან დაახლოებით 5 კილომეტრის რადიუსში აწვდიდა 40 კგ-მდე ტვირთს, რაც მოიცავდა როგორც წინასწარ მოთხოვნილ საკვებს და მედიკამენტებს, ასევე 15 000 ლარის ღირებულების Ecoflow-ს პორტატულ ელექტროსადგურებს, ფაუერ ბენკებსა და ჭკვიან სანათებს, რომლებიც მათ დონაციის სახით კომპანია “კოპტერ ტექმა ” ( www.coptertech.ge) გადასცა.
პორტატული ელექტროსადგური არის სარეზერვო კვების ელემენტი, რომელიც მსგავს სიტუაციებში ერთ-ერთ ყველაზე საჭირო როლს ასრულებს, რადგან ადამიანებს საშუალებას აძლევს დატენონ და ამუშაონ კრიტიკულად აუცილებელი ელექტრომოწყობილობები, სანამ დამხმარე ძალა მათთან მიღწევას შეძლებს. ყველა მათგანი იტენება უმოკლეს დროში კედლის დენცქვიტადან, მზის პანელიდან და მანქანაშიც, შემდეგ კი ელექტროენერგიით ამარაგებს მოწყობილობებს საათებისა და დღეების განმავლობაში.