რატომ უნდა განახორციელო ინვესტირება ლარში დენომინირებულ ობლიგაციებში

ს დახმარებით, „ ჰოლდინგი” საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, 2 წლიანი, 30 მილიონ ლარამდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს, ორი ან რამდენიმე ემისიით. პირველი ემისიის საორიენტაციო მოცულობა 20 მილიონი ლარია.
ფიქსირებული შემოსავლის მიღების უნიკალური შესაძლებლობით სარგებლობას და ლარში დენომინირებული ობლიგაციების შეძენას ნებისმიერი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი მსურველი შეძლებს.
ობლიგაციების საორიენტაციო წლიური სარგებელი ფიქსირებული 14.00%-15.00%-ის ფარგლებში განისაზღვრება და რაც მთავარია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მთლიანი დარიცხული სარგებელი გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
მიმდინარე ეკონომიკური კლიმატის ფონზე, ლარში ინვესტირება რამდენიმე მიზეზის გამოა მომგებიანი გადაწყვეტილება.
დაზოგვის ალტერნატიული შესაძლებლობა
ლარის ობლიგაციებით, დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა იქმნება. საშუალება გაქვს ხარჯები და შემოსავლები ერთ ვალუტაში გქონდეს და გონივრულად დაზოგო ფინანსური სახსრები.
შემცირებული ინფლაცია და ფიქსირებული შემოსავალი
მიმდინარე პერიოდში, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი საქართველოში, დაახლოებით, 7.7%-ს შეადგენს. მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.8%-ს, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე კი 2.1%-ს.
ლარის დეპოზიტებში განხორციელებული ინვესტიცია, ინვესტორს, საშუალოდ, 11.8%-იან შემოსავლიანობას ჰპირდება. „ს” ობლიგაციების 14.5%-იანი სარგებლის გათვალისწინებით კი, ობლიგაციებში ინვესტირება 2.7 პროცენტული პუნქტით მეტი სარგებლის მომტანია. (გასათვალისწინებელია, რომ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინვესტიცია რისკის შემცველია).
ამას ემატება შემცირებული ინფლაციაც. ამ მომენტისთვის, ინფლაცია წლიურად, სულ რაღაც 0.1%-ია. შედეგად, შემცირებულია მოსალოდნელი ინფლაციაც, რაც მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს.
ლარის სტაბილურობა
ლარის კურსი, ისტორიულად, არასტაბილურობით გამოირჩევა, რაც ლარში ინვესტირებას, მაგალითად, დოლარისა და ევროსგან განსხვავებით, სარისკოს ხდის. თუმცა, ამ მომენტისთვის სიტუაცია სრულიად განსხვავებულია.
შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი, რაც დოლარს, სხვა ვალუტებთან მიმართებით, ძალას აკარგვინებს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროზონაშიც, სადაც ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთების ზრდას აღარ განიხილავს, რაც ევროს სიმყარეზე მოქმედი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საბოლოოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წელს შედარებით სუსტი დოლარის, და საუკეთესო შემთხვევაში, სტაბილური ევროს მოლოდინია, ლარის კურსი, დიდი ალბათობით, სტაბილური იქნება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „თეგეტა ჰოლდინგის” ობლიგაციების შემოსავლიანობა ერთი მხრივ, აღემატება ლარის დეპოზიტების როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო შემოსავლიანობას და მეორე მხრივ, სავალუტო რისკებისგან თავის დაზღვევის გზაა.
თუ დაინტერესდი ამ შესაძლებლობით, „თეგეტა ჰოლდინგის” ობლიგაციის შესაძენად, 15 დეკემბრამდე დაუკავშირდი კაპიტალს ელ-ფოსტაზე – Sales&Trading@tbccapital.ge

ასევე დაგაინტერესებთ