როდესაც ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება სწრაფად გიწევს, ხშირად ძვირფასი ნივთების ლომბარდზე მინდობა ერთადერთი სწორი გამოსავალია. თუმცა რამდენად დარწმუნებული ხარ, რომ შენი ნივთები სწორ ხელში აღმოჩნდება? ოქრო ხომ მხოლოდ ძვირფასი ლითონი არ არის. ხშირად მასთან ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები ასოცირდება, მაგალითად: ოჯახის ტრადიციები, ქორწილი, შვილების შეძენა და დაუვიწყარი მოგონებები.
ექსპრეს ლომბარდი სწორედ ის ადგილია, სადაც დარწმუნებული შეგიძლია იყო, რომ შენი ნივთების უსაფრთხოებასა და ზუსტ შეფასებასთან ერთად, პროფესიონალიზმსა და მაქსიმალურ კომფორტს მიიღებ.
საქმე ისაა, რომ ექსპრეს ლომბარდში ნივთების შეფასებას სერტიფიცირებული ექსპრეს-შემფასებლები ახორციელებენ. თითოეული სპეციალისტი სპეციალურ სწავლებას გადის, რაც წარმოადგენს გარანტიას, რომ შენი ნივთი არ დაზიანდება და ის ზუსტად იქნება შეფასებული.
ოქრო, ვერცხლი თუ ბრილიანტი, არ აქვს მნიშვნელობა – ექსპრეს ლომბარდში თითოეულ ნივთს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან და მათ გაქლიბვა-დაზიანების გარეშე, თანამედროვე
ტექნოლოგიების დახმარებით აფასებენ.
ამასთან, ექსპრეს ლომბარდის ფილიალებში შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ნივთების სანაცვლოდ უმაღლეს საბაზრო შეფასებას მიიღებ, ექსპრეს-შემფასებლები კი მომსახურებას ნებისმიერ ფილიალში 24/7-ზე გაგიწევენ. რაც მთავარია, ექსპრეს ლომბარდში მისულს მშვიდი,
კომფორტული და მყუდრო გარემო დაგხვდება, სადაც მაქსიმალურად დაცულია კონფიდენციალურობა და შენი ნივთების უსაფრთხოება.
თუ გსურს ნივთის შეფასება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად გადაამოწმო ეწვიე ვებ-გვერდს და გამოსცადე სალომბარდე სესხის კალკულატორი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39
expresslombard.ge
(R)
