საქართველოს ნაკრები იგებს იმ მატჩებს, სადაც ფავორიტია და რომელშიც უნდა გაიმარჯვოს – სანიოლის ფორმაციის პირობებშიც, ეს სერიოზული პროგრესია. შესადარებლად ბულგარელებთან რამდენიმე წლის წინანდელი შეხვედრა გამოგვადგება, როცა თბილისში უნდა მოგვეგო, მაგრამ აუტსაიდერის სტატუსითა და ტაქტიკით მოთამაშე მოწინააღმდეგეს ვერ გავუტანეთ. ვაი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 ქულა ბოლოს დიდი ხნის წინ, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას, ბელარუსთან იყო.
რატომ მოიგო საქართველოს ნაკრებმა? გუნდურობას ხაზს ყოველთვის გავუსვამთ, არც სამწვრთნელო შტაბს დავივიწყებთ, მაგრამ კვირა საღამოს “ჯვაროსნებს” ჰყავდა ლიდერი, ვარსკვლავი და უკვე კაპიტანიც, ვისი შესაჩერებელი მექანიზმი მეტოქეს ხომ არ ჰქონდა და თავადაც მოედნის ყველა წერტილში, ბოლომდე შემართული იყო და თავად იქეთ “აჩერებდა”. ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩა კვარაცხელიასგან, როგორ უნდა დაისახო მიზნები, რა გააკეთო მის მისაღწევად, არ დააბრალოთ არაფერი ამინდსა და ვარსკვლავების განლაგებას და მთავარი – გაითავისეთ, როგორ შეხვდეთ ამ წარმატებას, როგორ გაამრავალფეროვნოთ ის.
კვარაცხელიას კაპიტნობის გაგების შემდეგ ორი ურთიერთსაპისპირო ფიქრი ტრიალებდა – ხომ არ დაძაბავდა ზედმეტი პასუხისმგებლობა “კვარას” თუ… აქამდე რაც დავწერეთ, დაივიწყეთ, დაძაბა კი არა, ეს იყო გაძლიერებული პასუხისმგებლობა, “პატიჟისგან შიში” კი არა, გაცნობიერება, რომ უბრალოდ სამკლაური კი არა, უფრო მაღლა ახტომაა, ვიდრე შეგიძლია. გუნდში ავტორიტეტი ხვიჩას არასდროს აკლდა, დიდია, სამაგალითოა. თანაგუნდელებმა განსაკუთრებით აღნიშნეს “შვიდიანის” კაპიტნობა, გიორგი მამარდაშვილმა მას ნამდვილი ლიდერი უწოდა. მსაჯებთან კამათი უყვარსო, რომ შიშობდნენ – როგორც კაპიტანს, ამის უფლება ყველაზე მეტად აქვს და კვარაცხელია ახლა გაცილებით მშვიდია, ვიდრე წლების წინ, მის მიმართ უხეშობასაც შეეჩვია. ჩვენ ამ თემაზე საკმაოდ დიდი ხნის წინ დავწერეთ, ხვიჩას კაპიტნობა კარგი რატომაც იქნებოდა.
საბოლოოდ კარგი გამოდგა ისიც, სანიოლი გუნდს პსჟ-ის ტაქტიკასთან მაქსიმალურად მიახლოებულად რომ ათამაშებს. კი, “კვარა” იდეალური მარცხნიდანაა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილთან პოზიციების ცვლა და მოწინააღმდეგის გაკვირვება კარგად შეუძლია. გიორგი მიქაუტაძე წმინდა ცენტრფორვარდია და მისი ფლანგზე გამოჩენა, როგორც ეს უსმან დემბელეს შემთხვევაში ხდება, სასურველი არაა.
ამასობაში, საქართველოს ნაკრების საბაზისო ტაქტიკაც გამოიკვეთა: 4-3-3. შუა ხაზში ნიკა გაგნიძის გამოჩენა კონკურენციას გაზრდის. დაცვა? ლაშა დვალი ახალ გუნდს კარგად უნდა მოერგოს და დროულად ათამაშდეს – კაშია უკვე წარსულში უფრო უნდა ვახსენოთ, ლუკა ლოჩოშვილი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გააფრთხილეს და ის უფრო სამკაციანი დაცვისთვისაა შესაფერისი. საზონოვი, გელაშვილი – ამ.ბიჭებმა უნდა მოუმატონ!..
მოსაგებ თამაშში წარმატებაზე ვწერეთ და როდის უნდა გავიმარჯვოთ “არამოსაგებში?” – ისეთი, ფავორიტი რომ არ ხარ და მხოლოდ გამართლებისა და კონტრშეტევების იმედად არ იქნები. კალენდარზე ეს შეხვედრები ოქტომბერშია, მაგრამ მიდი და ამ ესპანეთის ნაკრებთ რამე დაგეგმე. მაგრამ თურქეთი? სტუმრად უნდა დავუმტკიცოთ, თბილისური ანგარიში რეალობას რომ არ ასახავდა. თურქები სტაბილურობით ვერ დაიკვეხნიან, მათ იქნებ ბულგარეთთანაც (მათ მწვრთნელს ჩვენ კონკურენტებთან წარმატება ვუსურვეთ) დაკარგონ ქულები და პლეი-ოფისთვის გზა გაგვიხსნან. თუ პრესინგზე უფრო თამამები ვიქნებით და უაზრო შეცდომებს არ დავუშვებთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვხედავთ, ნახევარდაცვას რამხელა ძალა აქვს, “ჩაკვე” დროულად უნდა დაბრუნდეს(კიტეიშვილი უფრო მალე მომჯობინდება).
ახლა კი ყველას მადლობა, მამარდაშვილიდან გუნდის ექიმებამდე – ჩვენ ისევ ბრძოლაში ვართ და მოსაგებს ვიგებთ!..
· lasha როგორც ამბობენ გამარვებულ შემადგენლობას არ ცვლიან მომეწონა ბულგარეთთან. სწორი შემადგენლობა რაც სასიხარულოა. ნახევარდაცვის ნაწილში გამოჩნდენ ძალიან კარგი ბიჭები. ბულგარეთთან სწორედ ეს შეცვალეს. მე იმ აზრზე ვარ რომ ნაკრების ღერძი უნდა იყოს შუახაზი და ეს ნაწილი უნდა დაიტვირთოს მაქსიმალურად. მინიმუმ 5 მოთამაშე უნდა იდგეს. მე პირადად ჩაკვეტაძეს და კიტეიშვილს არ დავაყენებდი შემდეგ თამაშში ძირითადში ჩაკვეტაძე არის შემტევი ნახევარმცველი და როცა ნაკრები აუცილებლად თამაშობს კვარაცხელია -მიქაუტაზის დუეტით. ჩემი აზრით იქ მე-3 შემტევი არაა საჭირო ეს დაასუსტებს შუახაზს და დაცვას. ჩაკვეტაძე უნდა შემოვიდეს მეორე ტაიმში როცა გვჭირდება გოლი.
· გუგა რას ამბობ კაცო, 3 ქულა მსოფლიოს შესარჩევზე ბოლოს ქეცბას ავიღეთო? :))))
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო – კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან – სანიოლის საფიქრალი
[VIDEO] გამარჯვებების დღე – საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო – კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე – პსჟ-მ “ტულუზას” მოუგო
საქართველო VS თურქეთი – მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა “დაუძვრე” წაგებას – თურქეთის შემდეგ
