რატომ მოექცა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვაჟი მედიის ყურადღების ცენტრში: ნოქს ჯოლი-პიტის იშვიათი გამოჩენა – Marao

ყველასთვის საყვარელ ჰოლივუდის მსახიობებს, ანჯელინა ჯოლსა და ბრედ პიტს, მსოფლიო ძალიან კარგა იცნობს. მათ შესრულებული როლებით და ქარიზმით მალევე დაიპყრეს მწვერვალები. ბრედის და ანჯელინას მსგავსად, მათი შვილებიც მუდმივად ექცევიან ყურადღების ცენტრში. ამჟამად მათი ვაჟი ნოქს ლეონ ჯოლი-პიტმა მიიქცია ყურადღება. უცხოური პრესა ხაზს უსვამს შვილის მსგავსებას მშობლებთან.
“ნოქს ლეონ ჯოლი-პიტი ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას იმით, თუ როგორ აისახება მასზე ორივე მშობლის გარეგნობა. როდესაც უყურებ, თითქოს ხედავ სრულყოფილ ბალანსს ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლს შორის. მამასაგან ნოქსმა, როგორც ჩანს, მემკვიდრეობით მკვეთრი სახის ნაკვთები მიიღო, მშვიდი და გაწონასწორებული გამოხედვა – ის, რაც ბრედს ახალგაზრდობაში ახასიათებდა. მისი ქერა თმა და თვალების ფორმაც მამისგანაა, რაც მას ანიჭებს კლასიკური “პიტის” გარეგნობას, როგორც დახვეწილსა და ბუნებრივს.
დედისგან კი ნოქსმა მიიღო რბილი დეტალები, რომლებიც მის სახეს მიმზიდველსა და ემოციურს ხდის. ტუჩების ფორმა და თვალები ძალიან ჰგავს ანჯელინას. მის გამოხედვაში ჩანს სითბო და სიღრმე, ხოლო ღიმილში, ის ნაზი ხიბლი, რომელიც ანჯელინას მომხიბვლელს ხდის. როცა იღიმის, მის სახეზე დედის კვალი ჩანს.
თუ დეტალურად შევადარებთ, ნოქსი, ალბათ, ფიზიკურად უფრო მეტად წააგავს ბრედს. მაგრამ ანჯელინას ნაკვთები აშკარად ჩანს სახის დეტალებში: თვალებში, ტუჩებში და მიმიკებში. ის ნამდვილად ჰგავს ორივე მშობელს” – წერენ უცხოური გამოცემები.
თორმეტწლიანი ურთიერთობა, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი და სკანდალური განქორწინება – ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან აკავშირებს, რომელთანაც მსახიობმა რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, 2016 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა – მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. თუმცა, წყაროების თანახმად, მათ ჯერ კიდევ არ მოუგვარებიათ ბავშვების მეურვეობის საკითხები.
ბრედ პიტი ახალ რჩეულთან, ინეს დე რამონთან გადავიდა საცხოვრებლად. 27 მაისს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილი შაილო 19 წლის გახდება. იგი დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას გეგმავს – დედისგან შორს. წყაროების თანახმად, შაილო მამასთან ერთად აპირებს საცხოვრებლად გადასვლას.
„ენჯიმ იცის, რომ შაილო გაიზარდა და შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ანჯელინა, რბილად რომ ვთქვათ, ამით კმაყოფილი არ არის” – ამბობს მსახიობთან დაახლოებული პირი.