რატომ მისდით მოქალაქეებს გაზის გაზრდილი გადასახადი – ენერგოომბუდსმენის განმარტება

“ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მოგვმართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო”,- ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა. რაც შეეხება გაზრდილ ხარჯს, ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:

  • მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა;
  • მრიცხველის ტექნიკური დაზიანება;
  • კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა, გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი;
  • ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.

ამასთან, სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის აპარატს.

ხოლო მიმართვის შემთხვევაში, სამსახურის განცხადებით: დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა; შეფასდება დარიცხვის კანონიერება; ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეგიწყდებათ სადაო თანხის გადაუხდელობის გამო — დავის დასრულებამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?