“რატომ მთავრობის გადაყენება და არა ვადამდელი (ან ახალი) არჩევნების მოთხოვნა?” – თავდგირიძე

სამხედრო საქმის ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
რატომ მთავრობის გადაყენება და რეჟიმთან ბრძოლა და არა ვადამდელი (ან ახალი) არჩევნების მოთხოვნა? ბიძინა ივანიშვილმა, მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ოცნების სახით და რუსული სპეცსამსახურების დახმარებით: – მოახდინა ძალაუფლების მიტაცება; – ამყარებს რეჟიმს და ცვლის კონსტიტუციურ წყობას, თავზე გადაგვახია დემოკრატია და ადამიანის უფლებები; – ჩვენი სუვერენიტეტი რუსულ ჩარჩოებშია მოქცეული და დამოუკიდებლობა ძალისმიერი გარანტიის გარეშეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დროის ამბავია დამოუკიდებლობის დაკარგვის გაფორმება.
ახლა მაინტერესებს, სად ხედავთ აქ ან არჩევნების შანსს, ან ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ან დემოკრატიულ პოლიტიკური პროცესების აღდგენის მიზერულ ალბათობას? ან დავირაზმებით და ერთად გავუშვებთ რეჟიმს კუთვნილ მიმართულებით ან ქართველებს აღარ გვექნება სახელმწიფო (მაღალ მატერიებზე აღარ ვსაუბრობ).

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა