რატომ ისვამს ჰეილი ბიბერი სახის კრემს სავარცხლით? — 7 ტრენდი, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო

ავტორი:
თიკა სამყურაშვილი
14
წაკითხვა
მოდის სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტრენდებს უბრალოდ მიჰყვებიან და არსებობს ჰეილი ბიბერი, რომელიც მათ აწესებს. ის უბრალოდ მოდელი კი არა, ნამდვილი “ტრენდსეტერია”, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მართოს ჩვენი სურვილები.
მოდით, გადავხედოთ იმ ვირუსულ ტრენდებს, რომლებმაც ჰეილი ბიბერი ჩვენი დროის მარკეტინგის გენიოსად აქცია:
1. “მომინანქრებული დონატის” ეფექტი
ყველაფერი ერთი ფრაზით დაიწყო, რომელიც დღემდე ჰეილის სილამაზის ფილოსოფიად რჩება: “თუ ძილის წინ ჩემი სახე მომინანქრებული დონატივით არ ბზინავს, ესე იგი, რაღაცას არასწორად ვაკეთებ”. ამ სიტყვებით დაიწყო Glazed Donut Skin-ის ერა. ჰეილიმ აუდიტორიას დააჯერა, რომ ტონალურის სქელი ფენა წარსულს ჩაბარდა, მთავარი კი კანის მაქსიმალური დატენიანებაა.
ფოტო: Rhode
სწორედ აქედან დაიწყო ცნობილი Clean Girl ესთეტიკაც — გადატკეცილი თმა, მინიმალისტური ოქროს საყურეები და სახე, რომელიც ბზინავს.
2. მარწყვის მაკიაჟი
როდესაც ჰეილიმ “მარწყვის მაკიაჟის” ტრენდი დაიწყო, მან ფერების ფსიქოლოგია გამოიყენა. ბევრი ვარდისფერი ბლაში ლოყებზე, დახატული ჭორფლები და მარწყვისფერი ტუჩები — ეს არის იმიჯი, რომელიც ადამიანში მაშინვე სიახლის, სიტკბოსა და ზაფხულის ასოციაციებს იწვევს.
ფოტო: Hailey Bieber
შედეგად, ჰეილის Strawberry Peptide Lip Treatment გაყიდვების რეკორდებს ხსნის.
3. ფოტოები, რომლებსაც სუნი აქვს
შეგინიშნავს, რომ ჰეილი თავის კრემებსა და ტუჩსაცხებს ხშირად შოკოლადის ფილის, გამდნარი კარამელის, მარწყვის ან არომატული ჩაის გვერდით დებს? ეს შემთხვევითობა სულაც არ გეგონოთ. ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია, რომელიც პირდაპირ ჩვენს არაცნობიერ სურვილებზე მოქმედებს.
ფოტო: Rhode
როცა ფოტოს უყურებ, შენი ტვინი მხოლოდ სურათს კი არ ხედავს, არამედ ავტომატურად გრძნობს იმ პროდუქტის სუნსა და გემოს, რომელიც კადრშია. თუ ტუჩსაცხი ყავასთან ერთად დევს, შენ უკვე იცი, რომ ის ყავასავით არომატული იქნება. ჰეილიმ მოახერხა ის, რაც ბევრს არ გამოსდის — მან პროდუქტის გემო და სუნი ფოტოდან გვაგრძნობინა.
4. ტელეფონის ჩასადები ტუჩსაცხისთვის
აღიარე, რამდენჯერ გინახავს ინსტაგრამზე სარკეში გადაღებული ფოტო, რომელშიც გოგოებს ტელეფონის ჩასადებზე Rhode-ის ტუჩსაცხი აქვთ მიმაგრებული? ეს ალბათ ჰეილის ყველაზე ხმაურიანი იდეა იყო. მან უბრალოდ კი არ შექმნა მოსახერხებელი ქეისი, არამედ მთელი მსოფლიო აიძულა, რომ მისი პროდუქტისთვის უფასო რეკლამა გაეკეთებინათ.
ფოტო: Hailey Bieber
ეს ნივთი წამებში ყველასათვის სასურველი აქსესუარი გახდა — პრაქტიკულიცაა, რადგან ტუჩსაცხის ძებნა ჩანთაში აღარ გიწევს და თან საოცრად ფოტოგენურია.
5. მარგალიტისფერი ფრჩხილები
მოდი, ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში არ დარჩენილა გელ-ლაქის სპეციალისტი, რომელსაც მომხმარებელმა ტელეფონი სახესთან არ მიუტანა და ჰეილის ფრჩხილების ფოტო არ აჩვენა. ჰეილიმ მოახერხა და 90-იანების მივიწყებული მარგალიტისფერი ბზინვარება ისეთ ტრენდად აქცია, რომ სალონებში ამ კონკრეტული ფხვნილის დეფიციტი შეიქმნა.
ფოტო: Hailey Bieber
ჰეილის მხოლოდ ერთი პოსტი გახდა საკმარისი იმისთვის, რომ მთელს ინდუსტრიას მიმართულება შეეცვალა. დღესაც კი, როცა არ იცი, რა ფერის გელ-ლაქი გინდა, მარგალიტის ეფექტი ყველაზე უსაფრთხო და მოდური არჩევანია. ჰეილიმ უბრალოდ იცის, როგორ აქციოს სიმარტივე ისეთ რამედ, რაც ყველას მოუნდება.
6. სუში და სახის ნიღაბი
თუ ფიქრობდი, რომ სახის ნიღბის წასმა მხოლოდ აბაზანაში ჩაკეტვასა და უძრავად ყოფნას ნიშნავდა, ჰეილი ბიბერმა საწინააღმდეგო დაამტკიცა. ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა მისი ვიდეო, რომელშიც სახეზე Rhode-ის ნიღაბი უკეთია და თან სუშის გემრიელად მიირთმევს. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ვიდეოა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ჭკვიანურიც.
სინამდვილეში, ამით ჰეილიმ პირდაპირ დაგვანახა, რომ მისი ნიღაბი კანზე იდეალურად ფიქსირდება და არ სრიალებს. ხშირად სახის ნიღბის გაკეთება ნიშნავს, რომ 15-20 წუთი უძრავად უნდა იწვე, რათა არ ჩამოგივარდეს. ვიდეოში კი კარგად ჩანს, რომ ჰეილის პროდუქტით შეგიძლია საქმე ჩვეულებრივად გააგრძელო, ისადილო და დრო არ დაკარგო. ნამდვილი თავის მოვლის რუტინაც სწორედ ასეთი უნდა იყოს — პრაქტიკული და ესთეტიკური.
7. კბილებიანი სავარცხელი სახის კრემისთვის
თუ გეგონა, რომ სავარცხელი მხოლოდ თმისთვისაა, ჰეილი ბიბერმა კიდევ ერთი მოულოდნელი ტრენდი შემოგვთავაზა. სოციალურ ქსელებში ძალიან სწრაფად გავრცელდა კადრები, რომლებშიც ის Rhode-ის სახის კრემს ჩვეულებრივი კბილებიანი სავარცხლით ინაწილებს.
ფოტო: Rhode
სავარცხლის კბილების საშუალებით კრემი სახეზე თანაბრად ნაწილდება. გარდა ამისა, ეს პროცესი ერთგვარ მსუბუქ მასაჟსაც წააგავს, რაც კანში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ჰეილიმ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სახის კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში კრეატიულობის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. ჰეილის სამყაროში ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი სილამაზის ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს, რა თქმა უნდა, თუ მას სწორად გამოიყენებ.
კომენტარები
გადახედვა
რუსეთში 75 000-ზე მეტი სტუდენტი შესაძლოა ომში წაიყვანონ
ერთი წუთის წინ
რუსეთში 75 000-ზე მეტი სტუდენტი შესაძლოა ომში წაიყვანონ
გადახედვა
რატომ ისვამს ჰეილი ბიბერი სახის კრემს სავარცხლით? — 7 ტრენდი, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო
4 წუთის წინ
რატომ ისვამს ჰეილი ბიბერი სახის კრემს სავარცხლით? — 7 ტრენდი, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო
გადახედვა
სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა
27 წუთის წინ
სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია
33 წუთის წინ
TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა
38 წუთის წინ
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა
Bybit Georgia — საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
54 წუთის წინ
Bybit Georgia — საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
გაიარე მეტი — მოტორსის საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
ერთი საათის წინ
გაიარე მეტი — მოტორსის საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
გადახედვა
რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება იყვნენ არც პარლამენტის და არც პრემიერმინისტრის კანდიდატები — ფაშინიანი პუტინს
2 საათის წინ
რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება იყვნენ არც პარლამენტის და არც პრემიერმინისტრის კანდიდატები — ფაშინიანი პუტინს
გადახედვა
საქართველოში მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებიან
2 საათის წინ
საქართველოში მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებიან
კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
2 საათის წინ
კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი
2 საათის წინ
Kordz x Sakamoto: რიუიჩი საკამოტოსადმი მიძღვნილი კონცერტი
გადახედვა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება
2 საათის წინ
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება
გადახედვა
აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები —  -საქართველოს ურთიერთობებზე
2 საათის წინ
აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები —  -საქართველოს ურთიერთობებზე
გადახედვა
: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ
3 საათის წინ
: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ
გადახედვა
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
10 საათის წინ
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
გადახედვა
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
11 საათის წინ
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
11 საათის წინ
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?
12 საათის წინ
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?
გადახედვა
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
13 საათის წინ
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
გადახედვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
15 საათის წინ
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
გადახედვა
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
15 საათის წინ
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
კვირის ტოპ-5
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა35242 ნახვა
პირველი სატელეფონო ზარის ისტორია — 9 სიტყვა, რომელმაც სამყარო შეცვალა7893 ნახვა
მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით -ზე შეყვარებული კანადელი ქალი7361 ნახვა
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან5767 ნახვა
“არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის” — ენდრიუ გარფილდი როულინგზე5759 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
გადახედვა
პოლიტიკა
რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში?
რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში?
გადახედვა
პოლიტიკა
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, “ოცნების” მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, “ოცნების” მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
გადახედვა
პოლიტიკა
: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები
: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები
გადახედვა
პოლიტიკა
“მასე შენს ყოფილებს ესაუბრე” — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
“მასე შენს ყოფილებს ესაუბრე” — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
გადახედვა
სამხედრო
RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
გადახედვა

NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად გამოიყენა
NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა
გადახედვა
საზოგადოება
24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა
24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა
ეკონომიკა
რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
გადახედვა
პოლიტიკა
ზელენსკი: ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულზე, საპასუხოდ კი “შაჰედებს” ვიღებთ
ზელენსკი: ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულზე, საპასუხოდ კი “შაჰედებს” ვიღებთ
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში
1 აპრილი, 12:39
“როდესაც ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს…
ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა — ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა
Peggy Gou-ს ლაივი თბილისში
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტზე ტენდერი დასრულდა — სატენდერო წინადადებები წარმოადგინეს 3-მა თურქულმა და 1-მა ჩინურმა კომპანიამ
როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე