საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში პსჟ-მ გადახალისებული შემადგენლობით რანგით მეხუთე დივიზიონის სამოყვარულო „ფონტენე“ 4:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გონსალო რამუშმა დუბლი შეასრულა. თითო-თითო გოლი დეზირე დუემ და უსმან დემბელემ გაიტანეს.
სტუმართა გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, რომელსაც ვირუსი აქვს.
“პარი სენ ჟერმენმა”, რომელმაც 2025 წელს ექვსი ტიტული მოიგო, მომდევნო მატჩს 4 იანვარს, სახლში „პარიზთან“ გამართავს.
ნანტი. „ბოჟუარი“
ფონტენე – პსჟ 0:4
გოლები: 0:1 დუე (25), 0:2 დემბელე (34, პენ), 0:3 რამუში (53), 0:4 რამუში (58)
გუშინ “მეცმა” სტუმრად მეოთხე ლიგის “ბისაიმს” 3:0 მოუგო. სტუმართა გუნდში გიორგი წიტაიშვილმა 68-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი აბუაშვილი კი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. დღეს ზურიკო დავითაშვილის “სენტ-ეტიენი” ლიგა 1-ის “ნიცას” დაუპირისპირდება.
1/16-ფინალები 10-11 იანვარს ჩატარდება.
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” “სტოკს” სძლია
[PHOTO] სამართლიანია საფონოვის გმირობა? – უკრაინელების რეაქცია რუსი მეკარის მოგერიებაზე
უსაზღვრო “კვარათამასა” – ის, რაც ხვიჩას უკავშირდება




