რატომ ეხმარება აფხაზეთს – რას პასუხობს კირიენკო აფხაზურ მედიას

კითხვაზე, რატომ ეხმარება აფხაზეთს და რატომ ზრდის ს სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას, რაში მდგომარეობს რუსეთის ინტერესი ს მიმართ, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო აფხაზურ ტელევიზია Abaza.tv-თან ინტერვიუში საუბრობს.
დიახ, არსებობს მიზნები და გამოვტყდები, ფარული ზრახვაც. ეს მიზნები ფორმულირებულია ჩვენი პრეზიდენტის, ვლადიმერ ვლადიმირის ძის მიერ და მე შესაბამისი დავალებებიც მაკისრია. ჩვენი მიზანია ორი ამოცანის შესრულება: პირველი – ჩვენთვის აუცილებელია ხანგრძლივი პარტნიორული მეგობრობა აფხაზეთთან და აფხაზ ხალხთან. და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს მეგობრობა და პარტნიორობა მორიგ არჩევნებზე არ იყოს ხოლმე დამოკიდებული. იყოს უბრალოდ ფუნდამენტურად გრძელვადიანი და სტრატეგიული. მეორე მიზანი კი, ამაში არსებობს ზრახვაც, რომ აფხაზეთის ეკონომიკა მაქსიმალურად თვითმყოფადი გახდეს, რომ შექმნას სამუშაო ადგილები და თავად უზრუნველყოს პენსიებისა და ხელფასების გაცემა, ინფრასტრუქტურა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ნაკლები დანახარჯი იქნება. როგორ ვხედავ ამას პირადად მე – ლოკომოტივი რა უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების – ტურიზმი და სოფლის მეურნეობა, სწორედ ამიტომ ვავითარებთ აეროპორტს, გზებს, კომფორტულ ინფრასტრუქტურას. უნდა აშენდეს სასტუმროები, კემპინგები, სხვადასხვა შთამბეჭდავი პროექტი. ჟურნალისტებისა და ბლოგერების სწავლება, კინოს განვითარება. მხოლოდ ღია ცისქვეშ უნიკალურ პავილიონად რომ არ იყოს განხილული აფხაზეთი. ახალგაზრდების დაავადებების პრევენცია – საბავშვო საავადმყოფო, სკოლების მხარდაჭერა, მასწავლებლების მხარდაჭერა. სანამ ომი მიმდინარეობს, გვაქვს შეზღუდვები ყირიმში, კრასნოდარის მხარეში, ანაპაში. ამ კუთხით აფხაზეთისთვის შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხსნება და სამწუხარო იქნება, რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვას აფხაზეთმა. ახლავე უნდა მოემზადოს აფხაზეთი ახალი ტურისტული სეზონისთვის.
კითხვაზე აფხაზეთის სამი მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ის ამბობს:
“არის საკითხები [მათ შორის მოქალაქეობის საკითხი], რომელთაც ყველა სუვერენული სახელმწიფო დამოუკიდებლად წყვეტს. ისევე როგორც აფხაზეთი წყვეტს ,ვის მისცემს მოქალაქეობას და ვის არა, ზუსტად ასეთივე ამბავია რუსეთშიც. ბოლო წლებში 3 ათასზე მეტს წაერთვა რუსეთის მოქალაეობა და აქედან მხოლოდ სამია აფხაზეთის მოქალაქე. ამ გადაწყვეტილების საფუძველი ყოველთვის ქვეყნის უსაფრთხოებაა. ასეთი გადაწყვეტილები, როგორც წესი, არ მიიღება დაჩქარებულად,- ეს ყოველთვის ხანგრძლივი პროცედურაა და საბოლოოდ, ამას მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი პირადად წყვეტს. რატომ მოხდა ეს ახლა? ჩვენ ახლა ომში ვართ, მათ შორის ინფორმაციული ომია და ომის პირობებში ვერ დავუშვებთ კომპრომისებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი