რატომ დატოვეთ პარლამენტი, მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი, სადაც შეგეძლოთ დებატებში ჩართვა და გეკამათათ, თუ რაიმე საკამათო გქონდათ – არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

მინდა უბრალოდ შევახსენო მამუკა ხაზარაძესაც და საზოგადოებასაც – იგი იჯდა ჩვენს მოპირდაპირე მხარეს პარლამენტში და გავიდა პარლამენტიდან. რატომ დატოვეთ მანდატი და რატომ დატოვეთ მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი,- ასე მიმართა და უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერს, რომელმაც “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა რომ თალაკვაძე მასთან დებატში უნდა იჯდეს და არა შემდეგ სტუმრად იყოს წარმოდგენილი.
თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდს არავისთან დებატის პრობლემა არ აქვს.
“ბატონმა მამუკამ თქვა, რომ არჩილ თალაკვაძე აქ უნდა იჯდეს ჩემს წინო, დებატებს ისურვებდა. არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა, თუმცა ეს გავიგე და მინდა უბრალოდ შევახსენო მასაც და საზოგადოებასაც – ის იჯდა ჩვენს მოპირდაპირე მხარეს პარლამენტში და გავიდა პარლამენტიდან. რატომ დატოვეთ მანდატი და რატომ დატოვეთ მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი – პარლამენტი, სადაც შეგეძლოთ დებატებში ჩართულიყავით და თუ ჩვენთან რამე საკამათო გქონდათ, იქ გეკამათათ. ამიტომ, არ მგონია, რომ ეს კომენტარი გულწრფელი ყოფილიყო. ჩვენ არავისთან დებატის და არავისთან პირისპირ დაჯდომის პრობლემა არ გვაქვს,” – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს