რატომ დავკარგეთ უკრაინა? საქართველო? რადგან ხალხი ვალდებულებებს არ ასრულებს – კადიროვი

5 დეკემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ს საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრ ბასტრიკინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაური, ვლადიმირ კოლოკოლცევი გააკრიტიკა. მან შესაბამისი კომენტარები მოზარდი ჩეჩენის, მუსლიმ მურდიევის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე საუბრის დროს გააკეთა.
კადიროვმა თქვა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმით დაკავებული არიან “უფლებადამცველები, დეპუტატები, სენატორები, ყველა”, საკუთარი თავის ჩათვლით. მისი თქმით, ბასტრიკინი და კოლოკოლცევი “საკუთარ ადგილზე არ სხედან” და “არ იციან რა ხდება სახელმწიფოში, რადგან რეგიონებში არ გადიან”.
ასევე, კადიროვმა გააკრიტიკა მათი დამოკიდებულება მიგრანტების მიმართ. მისივე თქმით, და საქართველო რუსეთმა იმიტომ “დაკარგა”, რომ მაღალჩინოსნები საკუთარ მოვალეობებს არ ასრულებენ.
“კოლოკოლცევმა გასცა ბრძანება: აიყვანენ, სცემენ, აგდებენ, ასახლებენ, განუკითხაობას სჩადიან. ჩვენი ძმების მიმართ, რომლებიც ჩვენ გვჭირდება… შემდეგ ლაპარაკობენმ რომ ჩვენთან მეგობრობა, ურთიერთობა არავის სურს. არ სჯერათ ჩვენი. როგორ შეიძლება? რატომ დავკარგეთ უკრაინა? რატომ დავკარგეთ საქართველო? რატომ არის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან გაუარესებული? რადგან ადამიანების საკუთარ ადგილზე არ არიან, ისინი არ ასრულებენ ჩაბარებულ დავალებებს.” – თქვა კადიროვმა.
კადიროვის სიტყვებზე კრემლში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჩეჩნური მედიების მიხედვით, მუსლიმ მურდიევი ჩხუბში სხვა მოზარდის დასახმარებლად ჩაერთო, შედეგად მას სასჯელი შეუფარდეს, ჩხუბის წამომწყებს კი არა. სხვა ვერსიების მიხედვით, ის ჩხუბის მონაწილეებს არც კი მიჰკარებია. კადიროვის თქმით, მურდიევს “ციხეში არ ჩასვამენ” და მას “არაფერს დაუშავებენ”.
კადიროვის კრიტიკის შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესხმის თავს მურდიევი სხვა მოზარდებს. უწყების მტკიცებით, 2023 წლის სექტემბერში მოზარდები თავს დაესხნენ 8 ადამიანს, რომელთაგან 7 არასრულწლოვანი იყო.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კადიროვმა ბასტრიკინი გააკრიტიკა. დაღესტანში მომხდარი ტერაქტისა და როსტოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მძევლების აყვანის შემდეგ ამ ფაქტებში საგამოძიებო კომიტეტმა “ისლამისტი ტერორისტები” დაადანაშაულა და ნიქაბის აკრძალვა მოითხოვა. პასუხად ჩეჩნეთის ლიდერმა თქვა, რომ მუსლიმები ტერაქტებს არ აწყობდნენ და არ აწყობენ.
წყარო: ტაბულა