რატომ დააკავეს ,,მთაწმინდის საძმოს” ერთ-ერთი წევრი?

არსებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ე.წ. მთაწმინდის საძმოს წევრი, ძმები მიქაძეებიდან ერთ-ერთი, გიორგი მი­ქა­ძე დააკავეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სპეცოპერაცია მთაწმინდაზე, მიქაძის სახლში დღეს ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, გიორგი მიქაძის ძმა, დავით მიქაძე, საქართველოში არ იმყოფება და ამიტომ ვერ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?