რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური სტრუქტურები იმას, რაც დაინიცირებულია ევროკავშირში?!

რატომ ამბობენ ევროპელები საქართველოში უარს იმაზე, რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური სტრუქტურები იმას, რაც ინიციირებულია ევროკავშირში, რაც მიღებულია ქვედა პალატის მიერ საფრანგეთში? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნულით მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არიან ევროკავშირის და მეგობარი ქვეყნების კონკრეტული წარმომადგენლები “გამჭვირვალობის კანონის” მიღების წინააღმდეგი საქართველოში. მისი თქმით, ევროპიდან წამოსული კრიტიკის მიზეზია ის, რომ დონორებს არ სურთ გამჟღავნდეს, რომ ისინი სასარგებლო საქმეებთან ერთად აფინანსებდნენ ექსტრემიზმს, ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციურ ტრენინგებს და ა.შ.
“მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: ამაზე ძალიან მუშაობენ ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იძულებული გახდებიან, გამოაშკარავდეს, წარსულში, ახლა თუ მომავალში, რატომ აფინანსებდნენ კარგ საქმეებთან ერთად, ამავდროულად ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, “კანვასის” რევოლუციურ ტრენინგებს, ლგბტ პროპაგანდას, ისეთ გემებს, რომელიც მიდიოდა მაგალითად, ISFED-ის მიერ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებამდე და ამის გამოაშკარავება არავის აწყობს და ჩართულია საერთაშორისო ლობისტური ქსელი ამაში. სხვას ვერაფერს დავაბრალებთ იმას, რომ ჩვენ გვიკრძალავენ, რასაც თავად, თავიანთ ქვეყნებში და ზოგადად, ევროკავშირში იღებენ. მეტი პასუხი ამაზე არ არსებობს. სხვა პასუხი თუ არსებობს, თქვენ გვითხარით. არსებობს რაღაც, რაც მოქმედებს -ში, ავსტრალიაში, ისრაელში, საფრანგეთში ქვედა პალატის მიერ მიღებულია, დაინიცირებულია ევროკავშირში – ოღონდ უფრო მკაცრი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია