რატომ გამოტოვა კვარაცხელიამ “დიუნკერკთან” მატჩი – Geo Team-ი განმარტავს

„დიუნკერკთან“ საფრანგეთის თასზე მოგებული ნახევარფინალური მატჩის (4:2) წინ ცნობილი გახდა, რომ პსჟ-ის გარემარბი თამაშს ვერ შეძლებდა.
RMC Sport-ის ცნობით, კვარაცხელია დილით ავად გახდა, კლუბმა თავი დაიზღვია და ის პარიზში დაბრუნდა. ხვიჩას შესახებ ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა:
„Geo Team-ის ინფორმაციით, საფრანგეთის თასის 1/2 ფინალურ მატჩს ინტოქსიკაციის გამო ტოვებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელი ამ მომენტისთვის თავს უკეთ გრძნობს და 5 აპრილს, „ანჟეს“ წინააღმდეგაც მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“.
ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად გასაფორმებლად „პარი სენ ჟერმენს“ „ანჟესთან“
საშინაო შეხვედრაში ფრეც ჰყოფნის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ ორრაუნდიანი დაპირისპირება ელის – 9 აპრილს სახლში და 15 აპრილს გასვლაზე. იმედია, „კვარა“ მწყობრში მალე ჩადგება, მომავალ უმნიშვნელოვანეს მატჩებში მონაწილეობას მიიღებს და კარგი თამაშით გულშემატკივრებს გაახარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში