რატომ “გამორჩათ” [უცხოურ მედიას] საქართველო – მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, რათა არ გაეკეთებინათ აქცენტი საქართველოს მონაწილეობაზე “შუა დერეფნის” პროექტში

რატომ “გამორჩათ” [უცხოურ მედიას] საქართველო – მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, რათა არ გაეკეთებინათ აქცენტი საქართველოს მონაწილეობაზე “შუა დერეფნის” პროექტში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პეკინიდან ევროპის მიმართულებით დაძრულ სატვირთო სარკინიგზო შემადგენლობასთან დაკავშირებით უცხოური მედიის გამოხმაურებას აფასებს. მისი თმით, საერთაშორისო მედიამ თავი შეიკავა პეკინი-ბაქოს მარშუტზე საქართველოს ხსენებისაგან, საქართვლოსა და ევროკავშირის ურთიერთობის „არასტაბილურობის“ გამო. სოციალურ ქსელში ექსპერტი აქვეყნებს მარშრუტს თუ რა გზით გაემგზავრება ტვირთი პეკინიდან ევროპის მიმართულებით.„დღეს პეკინიდან ევროპის მიმართულებით დაიძრა სატვირთო სარკინიგზო შემადგენლობა. ამ ინფორმაციის გამშუქებელი საერთაშორისო მედია თავის ყურადღებას “პეკინი-ბაქოს” მარშრუტზე ამახვილებს – საქართველოს ხსენების გარეშე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბაქოდან ევროპაში ტვირთებს საჰაერო ბუშტებით გაუშვებენ.
სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს რეალურად ეს მარშრუტი:
პეკინი (ფანშანის რაიონი) – სარკინიგზო ტრანსპორტი ყაზახეთამდე (ალისანქოუ ან ხორგოსის გავლით)
შემდეგ – სარკინიგზო ტრანსპორტით ყაზახეთიდან კასპიის ზღვის პორტამდე (აქტაუ)
აქედან ტვირთი გადადის ბორანით კასპიის ზღვით (ბაქოში)
ამის შემდეგ, აზერბაიჯანი → საქართველო (ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა) → შემდეგ ან თურქეთში, ან შავი ზღვის პორტებში (/ → რუმინეთი ან ბულგარეთი ბორანით).
რატომ “გამორჩათ” საქართველო ამ კონტექსტში – მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, რათა არ გაეკეთებინათ აქცენტი საქართველოს მონაწილეობაზე “შუა დერეფნის” პროექტში, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობების “არასტაბილურობისა” და თბილისის უკბილო კბენის სასაცილო მცდელობის გამო,“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე