რატომ გავიდა Etsy-ს პლატფორმა საქართველოდან?

გლობალური ონლაინ პლატფორმა Etsy სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ საქართველოს ბაზარზე დაბრუნდა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ Etsy-ის ექსპერტმა, კატო რამიშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ძირითადი მიზეზი ქვეყნიდან გასვლის, გადახდების სისტემა იყო, ანუ Etsy-მ გადახდის სისტემა შეცვალა და ამ მექანიზმით მოსარგებლე ქვეყნებს შორის, საქართველო ვერ მოხვდა. 3 წლის შემდეგ, სხვა განვითარებად ქვეყნებთან ერთად, საქართველო ამ სიაში შევიდა და უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვისაც.
“ძირითადი მიზეზი იყო გადახდების სისტემა, რომელსაც Etsy payment ჰქვია. ის გადახდების მიღების საშუალებაა და ამ მექანიზმით მოსარგებლე ქვეყნებს შორის, საქართველო ვერ მოხვდა. 3 წლის შემდეგ, ჩვენ ამ სიაში შევედით, სხვა რამდენიმე განვითარებად ქვეყანასთან ერთად და ახლა მომხმარებელს ბევრად მეტი საშუალება აქვს, რომ კომფორტულად იყიდოს ქართველი გამყიდველებისგან.
ადრე იყო მხოლოდ შუამავალი გადასახდელი სისტემა PayPal, სადაც მომხმარებელს ანგარიში უნდა გაეხსნა და ვისაც არ ჰქონდა ანგარიში, მას შეიძლება პროდუქცია არც ეყიდა. ახლა სხვა გამყიდველებთან მიმართებაში გავთანაბრდით. ახლა უკვე ქართველ მომხმარებლებს PayPal-ის გარეშე სხვა ბარათებით, როგორიცაა Visa, Mastercard და ა.შ. შეუძლიათ პროდუქციის შესყიდვა. ამასთან, apple pay და google pay, ასევე “კლარნას” განვადება დაგვემატა და პროდუქციის განვადებით შეძენაც შეიძლება. ანუ მოქნილი გახდა ნებისმიერ საჭიროებაზე. ახლა Etsy ბევრად დაცულია თაღლითობისგან, ვიდრე იყო PayPal. ყველა თანხა ირიცხება Etsy-ზე და აკონტროლებს თუ აქვს უარყოფითი ბალანსი”, – აცხადებს კატო რამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ