მსხვილი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები 2025 წელს გაყიდვებში მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. მაგალითად, კომპანია „არქის“ შემთხვევაში ზრდა 75%-ის აღწევს, რაც სისტემური დეველოპერების მიმართ გაზრდილი ნდობითა და კომპანიის მხრიდან პრემიუმ პროექტების წარდგენით იხსნება.
„უძრავი ქონების ბაზარი 2025 წელს დასტაბილურდა, რაც მნიშვნელოვანია ბაზრისთვის. ყველა რიცხვი მიანიშნებს, რომ მოთხოვნა ადგილობრივ, საქართველოს ბაზარზე, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, გაიზარდა. “არქის” მონაცემებს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეულად კარგი წელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე პრემიუმ პროექტები დაიწყო “არქიმ” რაზედაც მოთხოვნა მაღალი იყო. სწორედ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით 75%-ზე მეტი ზრდა გვაქვს.
შეიძლება ითქვას, რომ დეველოპერული სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ბაზარია ქვეყანაში. მრავალი მოთამაშეა, თუმცა მომხმარებელი უფრო მეტად აქცევს ყურადღებას და უფრო მეტ ნდობას ანიჭებს მსხვილ დეველოპერების. ასევე ამ მოთხოვნებს უფრო მეტად აკმაყოფილებენ მსხვილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული პროექტები.
ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ მსხვილი დეველოპერებისთვის შედარებით უკეთესი წელი იყო და უფრო მეტად გაიზარდა მათთვის გაყიდვები, ვიდრე საშუალო თუ მცირე დეველოპერებისთვის. თუმცაღა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და ეს მხოლოდ ხელს უწყობს კონკურენციას.
ფასების ზრდის განმაპირობებელი ძირითადად ყოველთვის მოთხოვნაა, თუმცაღა ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში, ფაქტია, მიწოდება მზარდია, მაგრამ მოთხოვნა უფრო მზარდია, რაც ხელს უწყობს ზუსტად იმ ფასების ზრდას. “არქის” შემთხვევაში მცირედით მეტად გაიზარდა ფასები ვიდრე ეს ზოგადად ბაზარზე დაფიქსირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ფასების ზრდის კუთხითაც დასტაბილურდა ქვეყანაში მდგომარეობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში 5-6%-ია და სავარაუდოდ, მომავალ წელსაც ასეთი მოლოდინი გვაქვს,“- განაცხადა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას “არქის” გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.
„არქის“ 51 ჩაბარებული და 32 მიმდინარე პროექტი აქვს. კომპანია მშენებლობას ახორციელებს როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ბაკურიანში და სიონში.
2026 წელს კომპანია ახალ პროექტებს აანონსებს თბილისის ყველა უბანში, ამასთან გეგმაშია კახეთის უძრავი ქონების ბაზარზე შესვლაც.



