კომპანია “სამი ძმა” ფოიერვერკებს საცალოდ აღარ გაყიდის. როგორც BM.GE-სთვის გახდა ცნობილი, კომპანია შეზღუდვებს პიროტექნიკის საბითუმო გაყიდვებზეც აწესებს და საქონელს საბითუმოდ თავის ტრადიციულ მომხმარებელზე გაყიდის, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა აბელ კაპანაძემ bm.ge-ის განუცხადა.
