რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? – ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები

გუშინ საფეხბურთო სამყარომ უდიდესი ტრაგედიის შესახებ შეიტყო. დიოგუ ჟოტა ძმასთან, ანდრესთან ერთად ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
შემთხვევა ესპანეთში, ზამორას პროვინციაში მოხდა. პორტუგალიელი მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და შემდეგ ინგლისში ბრუნდებოდა, რადგან “ლივერპულთან” ერთად წინასასეზონო მომზადება გაეარა, იგი სანტანდერში ავტომობილით უნდა ჩასულიყო და შემდგომ გემით სამხრეთ ინგლისში გადასულიყო. თავდამსხმელს თვითმფრინავით მგზავრობა ცოტა ხნის წინ ფილტვზე გაკეთებული ოპერაციის გამო არ შეეძლო – ექიმებმა მას ფრენისგან თავის შეკავება ურჩიეს.
ავარია A-52 ავტომაგისტრალის 65-ე კილომეტრზე, ბენავენტეს მიმართულებით, სამორას რეგიონში, სანაბრიასთან ახლოს მოხდა.
რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ლამბორგინის მარკის მანქანას, რომელსაც დიოგუ დიდი სისწრაფით მართავდა საბურავი გაუსკდა, გზიდან ხევში გადავარდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ჟოტა “მერსისაიდელთა” რიგებში 2020 წლიდან გამოდიოდა, ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიელმა “ლივერპულში” 123 მატჩი გამართა და 47 გოლი გაიტანა. დიოგუ სხვადასხვა დროს “პაკოშ დე ფერეირას”, მადრიდის “ატლეტიკოს”, პორტუსა” და “ვულვზის” ღირსებას იცავდა.
“ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი” – რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა
მადრიდის “ატლეტიკო” პორტუგალიის ჩემპიონატიდან 19 წლის ფეხბურთელს დაიმატებს
“ლივერპულის” დამაჯერებელი გამარჯვება და სალაჰის რეკორდი [VIDEO]
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ოფიციალურად: მამარდაშვილს “ლივერპულის” მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
“ლივერპულმა” ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
“ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი” – რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა