“ჟირონასთან” ამხანაგურ მატჩში შეცდომის შედეგად გაშვებული გოლის შემდეგ იტალიურ მედიაში დაიწყო საუბრები “ნაპოლის” მეკარის, ალექს მერეტის სხვა გუნდში გაშვების თაობაზე.
შეცდომა ვის არ დაუშვია და მით უმეტეს, ამჟამად რატომღაც რაღაც მოდადქცეულ საჯარიმოში ბურთის გათამაშების შედეგად, როდესაც პრობლემას ძალად იგონებენ, თუმცა მერეტის შემთხვევაში სულ სხვა სიტუაციაა.
საქმე ისაა, რომ მას ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და თუ არ გააგრძელა, გაისად თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა, ანუ კლუბი მასში ერთ ევროსაც ვერ მიიღებს.
რადიო CRC იტყობინება, რომ მერეტის გაყიდვა უნდათ, მისი
სამსახურით კი “ფიორენტინა” და სერია A-ს კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული და საკითხი უახლოეს ორ დღეში უნდა გადაწყდეს. უკვე აქტიურად განიხილება ალექსის შემცვლელად ვოიცეხ შესნის კანდიდატურა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსიდან” საუდის არაბეთის “ალ ნასრიში” აპირებს გადასვლას.
პრობლემა 34 წლის პოლონელის ხელფასია – ტურინულ გუნდში ის სეზონში 6.5 მილიონ ევროს იღებს და ნაკლებ გასამრჯელოზე არ დათანხმდება. აგრეთვე გაჟღერდა, რომ არაა გამორიცხული, “ნაპოლიმ” უგუნდოდ მყოფი დავიდ დე ხეა დაიმატოს.