ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის ტურისტული აპლიკაცია Biliki App ფუნქციონირებას აჩერებს – ამის შესახებ ინფორმაციას სტარტაპის თანადამფუძნებელი, თორნიკე ცირამუა ავრცელებს.
როგორც ცირამუას Facebook “პოსტიდან” გახდა ცნობილი, აპლიკაციის გაჩერების გადაწყვეტილება დამფუძნებლებმა შეზღუდული ფინანსების გამო მიიღეს.
“შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, იძულებული ვართ Biliki App-ს ფუნქციონირება შევაჩეროთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველა ადამიანს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და იმ გამოცდილებისთვის, რომელიც ერთად დავაგროვეთ.
როგორც Biliki App-ისა და Biliki AI-ის თანადამფუძნებელი BM.GE-ს განუმარტავს, ტექნიკური გუნდი ამიერიდან სრულად იქნება ფოკუსირებული ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილ სამოგზაურო პლატფორმაზე.