“რატომ “აუნთო მწვანე” ივანიშვილმა ჰააგის პროკურორს?” – კოტე კემულარია

“რატომ “აუნთო მწვანე” ივანიშვილმა ჰააგის პროკურორს?” – კოტე კემულარია
“ოცნების” ხუთდღიანმა ეროვნულმა გამოძიებამ, მათი ხელმწიფე და ვეზირები, უფრო მჭიდროდ დააკავშირა ჰააგის იურისდიქციასთან!!
ჰააგის პროკურორი არ ანაცვლებს ეროვნულ გამოძიებას… დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე—BBC გამოძიების გამოქვეყნება, ავტომატურად შეიძლება გახდეს ჰააგის პროკურორის ინტერესის საგანი და იურისდიქციაც, თუმცა ის ელოდება ეჭვმიტანილი ქვეყნის ნ ე ბ ა ს —ჩაატაროს სრულყოფილი და კომპეტენტური გამოძიება, რომელიც სანდო გახდება ქვეყნის შიგნით და ჰააგის პროკურორისთვისაც!!! ჩვენი ქვეყანა 2003 წლის სექტემბრიდან არის მიერთებული რომის სტატუტთან და არის იმ 125 ქვეყანას შორის, რომელიც წარმოადგენს მ ხ ა რ ე ს ჰააგის სასამართლოსთვის!!! მ ხ ა რ ე სახელმწიფოს ეროვნულ გამოძიების პროცესს ჰააგა სკრუპულოზურად დააკვირდებოდა, თუმცა, დაელოდებოდა მის შედეგს—გონივრულ ვადებში—თუნდაც ეს ორი ან სამი წელი ყოფილიყო!!! რატომ იჩქარა ივანიშვილის ხელისუფლებამ და ხ უ თ დღეში ჩაატია ამ საშინელი ფაქტის “ეროვნული გამოძიება”, ეს არის სერიოზული თავსატეხი?!?! “ფარატინა” და ხუთდღიანი ეროვნული გამოძიების ჩატარებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაუდასტურა ჰააგის სასამართლოს: -“საქართველოს არ სურს ამ ფაქტის გამოძიება”; -ან, “საქართველოს არ ძ ა ლ უ ძ ს ამ ფაქტის გამოძიება”… ორივე შემთხვევაში, ჰააგის პროკურორი ვალდებულია შეუდგეს რომის სტატუტით დადგენილ საერთაშორისი გამოძიებას!!! რატომ “აუნთო მწვანე” ივანიშვილმა ჰააგის პროკურორს??? ერთერთი ვერსიით, ის უკვე თავად უფრთხის “ყველას დამჭერ” საკუთარ მთავრობას, რომელიც “სხვისი”-გარე დირექტივებით მოქმედებს და ივანიშვილის მიერ მის გადაყენებას— შეიძლება— არც დაემორჩილოს…. ჰააგის პროკურორში, ივანიშვილი, შესაძლოა, შ ვ ე ლ ა ს ეძებდეს??? ჰააგის სასამართლო ეყრდნობა საკუთარ წესდებას რომლის მე-5 მუხლი ადგენს “მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელობის მქონე” ო თ ხ უმძიმეს დანაშაულს!!! მათ შორის არის (b) ქვეპუნქტი—ადამიანობის[კაცობრიობის]წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები!!! ამ წესდების მე-7 მუხლი ადგენს ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულის დისპოზიციას: “განზრახ ქმედება, რომელიც იწვევს ტანჯვას და პირისთვის ხანგრძლივვადიანი ფსიქიკური ან ფიზიკური ზიანის მიყენებას”!!! ამაში შედის: მკვლელობა, წამება, დასახიჩრება და სხვა უმძიმესი დანაშაული!!! ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ — ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულის -მე5 მუხლის(b)პუნქტის უმძიმესი კლასიკა არის!!! ეროვნული გამოძიების “დ ა ხ უ რ უ ლ ა დ “ გამოცხადებამ , ქვეყანის მთავრობის წევრები და მათი “არაფორმალი” ლიდერი, ჰააგის იურისდიქციის პირისპირ დააყენა!!! ბევრი რამის მანიშნებელია რომ, ეს პროცესი ლ ო ნ დ ო ნ შ ი დაიწყო… ბრიტანეთი აკონტროლებს რეგიონში მიმდინარე ვითარებას, რაც მოსკოვს ძალიან არ მოსწონს… “ოცნების” პრემიერმა მ ბრიტანეთს მოთხოვა(?!) პასუხი… საელჩომ “მწარედ” უპასუხა: “იმდენი კი უნდა იცოდეთ რომ, BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის სახელმწიფოსგანო”!!! როგორც ჩანს, ეს პროცესები დაჩქარებული წესით განვითარდება!!!

ასევე დაგაინტერესებთ