რატომ არ შეხვდნენ პაპუაშვილი და მთავრობის წევრები ბუნდესტაგის დელეგაციას

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვედრაზე უარი უთხრეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მთავრობის წარმომადგენლებმა.
საქართველოში ჩამოსულ დელეგაციაში არიან გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი სამივე პარტიის წარმომადგენელი.
ოპოზიციაში ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პოზიცია უმნიშვნელოვანესია.
„გერმანიის პოზიცია კი გერმანიის აღმასრულებელი ხელისუფლების და ბუნდესტაგის (პარლამენტის) ერთობლივი პოზიცია იქნება, ამიტომ ბუნდესტაგის თითოეული წევრის ხმა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აი ეს ხალხი, ვინც რამდენიმე თვეში ხმა უნდა მისცეს გადაწყვეტილებას, ორი დღეა საქართველოშია და მთავრობა არ ხვდება, არ გვცალიაო, უთქვამთ. ერთი დეპუტატი შეხვდება „ოცნებიდან“ მარტო, – აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წევრი .
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, იმერეთში იმყოფება. სამხარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით თავად შეხვდა ბუნდესტაგის წევრებს.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში შალვა პაპუაშვილისთვის გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრაზე პრიორიტეტული ამომრჩეველთან შეხვედრაა.
„წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას“, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.
როგორც გაირკვა, პარლამენტის თავმჯდომარე ს მიერ დაარსებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე იმყოფება. ცერემონიას ესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ც.
თუმცა, მაგალითისთვის, 2 დღის წინ შალვა პაპუაშვილი პარლამენტში შეხვდა მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს და მის თანმხლებ დელეგაციას.
მალაიზიის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც. ნეტგაზეთმა ცდილობს გაარკვიოს, შეხვდა თუ არა ვინმე საგარეო საქმეთა სამინისტროში ბუნდესტაგის წევრებსაც.
თუმცა საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრის პრაქტიკა არამხოლოდ პარლამენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის, არამედ პრემიერ-მინისტრის დონეზეც არსებობს.
მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა მ მიმდინარე წლის აპრილში შეხვედრა გამართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ