რატომ არ მიჰყავს უკრაინას საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ

რატომ არ მიჰყავს უკრაინას საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე რამდენიმე კვირაა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკრაინის 80-მდე მოქალაქე სამშობლოში დეპორტაციას ელოდება.
ისტორია საკმაოდ საინტერესოა. ზელენსკიმ ეს ხალხი ციხიდან გაათავისუფლა იმ პირობით, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებდნენ. ნაცვლად ამისა, უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებულმა პირებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რუსეთის მხარეს გადავიდნენ და შემდგომ, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდნენ.
„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ უკრაინელ კრიმინალებს ბრალად მძიმე დანაშაული აქვთ დადასტურებული, უმეტესობა მათგანს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის შიდსის ვირუსი უფიქსირდებათ. რისკების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი განაცხადა.
უკრაინელი კრიმინალების სამშობლოში დეპორტაციის პროცესში იყო ვარიანტი, რომ ეს პირები მოლდოვას გავლით დაებრუნებინათ ქვეყანაში, მაგრამ მოლდოვას ხელისუფლებამ ამ ვარიანტზე უარი თქვა. დღეს საკითხს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას არ უბრუნებს საკუთარ მოქალაქეებს, მათ იარაღად იყენებს და საქართველოში აგზავნის.
„პრაიმ ტაიმისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ ქართულმა მხარემ, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოლდოვას რესპუბლიკის უარის შემდეგ უკრაინას მათი მოქალაქეების დაბრუნების ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეების დაბრუნების რა ფორმა შესთავაზა შსს-მ კოლეგებს და მიიღო თუ არა პასუხი. ინფორმაციას განახლდება, როგორც კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ პასუხს მივიღებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული