“რატომ არ იძახებთ ნაკრებში იაპონელებს?!” – მაკრონის მეუღლემ დიდიე დეშამი შოკში ჩააგდო

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონთან ერთად ქალაქ რეიმსის ერთ-ერთ საავადმყოფოს ეწვია, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საინტერესო და სახალისო დიალოგი შედგა.
ლიგა 1-ში “რეიმსი” წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებს, მე-6 ადგილზეა და ადგილობრივმა ჟურნალისტმაც დეშამს სთხოვა, რომ ამ გუნდის თამაში შეეფასებინა.
“საფრანგეთის ნაკრებში “რეიმსიდან” არცერთი ფეხბურთელი არ მყავს, მაგრამ ამ კლუბის, ისევე როგორც სხვა ფრანგული და ევროპული გუნდების მატჩებს თვალს მუდმივად ვადევნებ.
ვფიქრობ, “რეიმსი” ძალიან კარგად ასპარეზობს და ლამაზ ფეხბურთს გვაჩვენებს”, – თქვა დეშამმა.
საუბარში
მოულოდნელად მაკრონის მეუღლე ბრიჯიტი ჩაერია, რომელმაც დეშამპს ჰკითხა რატომ არ იძახებს “რეიმსის” იაპონელ თავდამსხმელ იუნია იტოს ნაკრებში.
“არის იაპონელი ბიჭი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს “რეიმსში”! რა გვარია?! – დიახ, იტო, რა თქმა უნდა, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. უნდა გამოვიძახოთ დიდიეს გუნდში! რატომ არ წაიყვანთ ნაკრებში?”, – ჰკითხა საფრანგეთის პირველმა ლედიმ.
“იმიტომ რომ იაპონელია”, – მიუგო დეშამმა მოკლედ ღიმილით.
“რატომ არ ეძახით იაპონელებს?”, – მაკრონის მეუღლე ამ კითხავმ კი დეშამი შოკში ჩააგდო.
იუნია იტო “რეიმსის” 30 წლის ფორვარდია, რომელმაც მიმდინარე ლიგა 1-ში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში