“რატომ არ ეცვა პილოტს გადატვირთვის საწინააღმდეგო კოსტუმი? რატომ გაიცა ფრენის ნებართვა?” – რა გახდა გამოცდილი პილოტის დაღუპვის მიზეზი?

მშვიდობიანობის დროს, საბრძოლო დანაკარგი, საბრძოლო თვითმფრინავის და გამოცდილი სამხედრო პილოტის სახით, მძიმე და შემაშფოთებელი მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. გარდა ტექნიკური დეტალების ძიებისა, აუცილებელია კატასტროფის პოლიტიკური სიმაღლეზე კვლევაც, რაკი პრობლემას სისტემური ხასიათის ნიშნები აქვს და ქვეყნის თავდაცვინუნარიანობას ეჭვ ქვეშ აყენებს. მე და პოლკოვნიკ ვასილ გოგოლაძეს კვლევისა და მსჯელობის შემდეგ ჩამოგვიყალიბდა გარკვეული მოსაზრებები, რომელიც პრობლემის არსის გახსნაში დაგვეხმარება. ხელისუფლება აგვიანებს ძიების შედეგების გასაჯაროებას, მანამდე გთავაზობთ კატასტროფის საკვანძო საკითხებს: კატასტროფის მიზეზი შეუძლებელია იყოს პილოტის შეცდომა. სხვა ნებისმიერი მიზეზი, პირდაპირი ინდიკატორია, რომ უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის სისტემა მოშლილია. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაინახეს ცეცხლი და ესმოდათ აფეთქების ხმა. ამ კონტექსტში შეიძლება საუბარი ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა „პომპაჟი“. როდესაც წვის კამერაში დარღვეულია ჰაერისა და საწვავის მიწოდების ბალანსი. როდესაც ეს ბალანსი დარღვეულია ჰაერის სასარგებლოდ, ძრავი ქრება, ხოლო საწვავის სასარგებლოდ, ხდება ცეცხლის გამოტყორცნა და ისმის აფეთქებების ხმა. ამ მოვლენის საწყისი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. მარტივად, უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის სარეგლამენტო მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში ტექნიკური გაუმართაობა გამოვლენილი იქნებოდა ფრენის დაწყებამდე და არსებული რისკების გამო, ფრენის ნებართვა არ გაიცემოდა. თვითფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, რომელიც შეიძლება საწვავის ხარისხითაც იყო გამოწვეული ბადებს შემდეგ კითხვებს. „პომპაჟის“ სავარაუდო შედეგი, მანევრის დროს თვითფრინავს ძრავების მიერ გამომუშავებული სიმძლავრის ზრდა და პილოტისთვის მოულოდნელი გადატვირთვა, რაც გამოწვეულია სიმაღლის სწრაფი ზრდით, იწვევს პილოტის მიერ გონების დაკარგვას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს. რის შედეგადაც სუ-25 უმართავი ხდება და მიწას ენარცხება. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, რატომ არ ეცვა პილოტს გადატვირთვის საწინააღმდეგო კოსტუმი, რომელიც სუ-25-ის ზღვრული სიჩქარის გამო, ძალიან ეფექტურია და არ დაუშვებდა არც გონების დაკარგვას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკსაც საფუძვლიანად შეამცირებდა. ამ შემთხვევაშიც გვაქს უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის სისტემის უმძიმესი ხარვეზი, პილოტის ფრენა შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე. რომ არა ჯანმრთელობის დამატებითი პრობლემების ალბათობა, სუ-25 ზე შესაძლო გადატვირთვის გამო გონების დაკარგვა არ უნდა ყოფილიყო ხანგრძლივი, მარტივი მიზეზის გამო (არსებული კონტექსტიდან გამომდინარეც), ეს გადატვირთვა ახლოსაც ვერ მივა იმავე თაობის ზებგერითი სიჩქარის მქონე გამანადგურებლების პილოტების მიერ განცდილ გადატვირთვებთან, ამიტომ მხოლოდ გადატვირთვის გამო დაკარგული გონება ვერ იქნება კატასტროფის მიზეზი, პარალელურად უნდა გვქონდეს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რომელმაც პილოტს არ მიცა საშუალება დაებრუნებინა საფრენი აპარატის მართვა ან მოეხდინა კატაპულტირება. კატაპულტირებისთვის დრო არ ეყო, ეგეთი მიზეზი არაპროფესიონალურია, აკრეფილი სიმაღლე საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად, თუ პილოტს ექნებოდა ჯანმრთელობის შესაბამისი კონდიცია.
რამდენად საფუძვლიანად ტარდება სამხედრო პილოტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და კონტროლი და რამდენად მკაცრად ხდება ამ კუთხით უსაფრთხოების რეგლამენტის დაცვა? შედეგიდან ჩანს, რომ სისტემა საერთოდ მოშლილია და ერთი ტექნიკოსის ან ერთი ექიმის ან ერთი მეთაურის შეცდომასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ყველა ეტაპზე, დაზღვევისა და გადაზღვევის მექანიზმების ან არ არსებობასთან, ან მათ არაკომპენტენტურ მუშაობასთან. შედეგად მივიღეთ უმძიმესი კატასტროფა. ველოდებით ოცნების პოზიციას და კატასტროფის მიზეზების ოფიციალურ დასკვნას, რომელიც ნამდვილი მიზეზის დამალვის შემთხვევაში ლაფსუსებით იქნება სავსე და მძიმე მორალურ დარტყმას მიაყენებს შეიარაღებული ძალებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია