რატომ არ ესწრებოდნენ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ივანიშვილი და ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი და მესამე ნომრები საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას არ დასწრებიან. პარტიის საპატიო თავმჯდომარის, სა და თავმჯდომარის, ს ღონისძიებაზე არყოფნის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვები მათ თანაგუნდელებს დაუსვეს.
„ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება. ამ ადამიანებს დეტალურად აქვთ ინფორმაცია იმ პროგრამაზე და მათთან იყო შეთანხმებული პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა… ეს არის პარტიული შიდა გადაწყვეტილება“, – თქვა გივი მიქანაძემ პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე, „TV პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.
ამ საკითხზე კითხვები დაისვა პარლამენტშიც. „ქართული ოცნების“ სიის 53-ე ნომერი ეკა სეფაშვილი ფიქრობს, რომ ეს არ ყოფილა ღონისძიება, რომელზე დასწრებაც ბიძინა ივანიშვილისთვის „გარდაუვალი აუცილებლობა იყო“.
„საპატიო თავმჯდომარე თვითონ გადაწყვეტს, რომელ ღონისძიებას დაესწროს და რომელს – არა… თქვენი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც ფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა დაესწროს, იგი, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს. გარდაუვალი აუცილებლობა არ იყო, რომ აუცილებლად დასწრებოდა“, – თქვა ეკა სეფაშვილმა.
გუშინ, 7 ოქტომბერს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი მ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
კობახიძემ პროგრამის პრეზენტაცია დაიწყო ეკონომიკის ზრდაზე საუბრით და თქვა, რომ მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, ამას კი მოჰყვება ქვეყნის ბიუჯეტის პირდაპირპროპორციული ზრდა. მისი მტკიცებით, 2028 წლისთვის „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური ამოცანა“ და ქვეყნის ბიუჯეტი 50 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
მომავალი საპარლამენტო 26 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიაში 170 ადამიანი ჰყავს ჩაწერილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა