რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის არჩევნებიდან ცნობილია საზოგადოებისთვის, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ISFED- ის მიერ პროკურატურისთვის საპარლამენტო არჩევნების „პივიტის“ დოკუმენტების გადაცემის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.
„ერთია საჯარო სივრცეში გააზიარებს თუ არა ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც დასკვნას, ეს მათ იმიჯზე მოქმედებს და მეორეა, როდესაც პროკურატურა ითხოვს შენგან გასაჯაროებას და ინფორმაციის მიწოდებას. ეს უკვე სამართლებრივი საკითხია“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს სამართლიანი პროკურატურას არ უგზავნის. დამატებითი დრო, რომელიც ISFED-მა ითხოვა, გადის. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ორგანიზაცია შედეგებში ცვლილებების შეტანას ცდილობს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათ დავალებული აქვთ შედეგების გაყალბება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა