“რატომ არ ააზრებენ ადამიანები ამ მარტივ ლოგიკურ ჯაჭვს?” – ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი:
ადამიანების მიერ აზროვნებაზე შეგნებულად უარის თქმის საუკეთესო მაგალიათია ერთი სსრკელი პიროვნების პროფესიული საქმიანობის შეფასება.
ეს პიროვნება სსრკს საქართველოში ქალაქ გორში დაიბადა. მამამისი იყო საკმაოდ ცნობილი სამხედრო პირი, რომელიც ყველანაერ რეპრესიებს გადაურჩა, ვინ იცის ზუსტად რატომ…. და ამიტომ 1949 წელს მოსკოვში დააწინაურეს.
ახალგაზრდა შვილიც მოსკოვში გადაბარგდა და ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ იდეოლოგიურად უმნიშვნელოვანეს ფაკულტეტზე.
მერე ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს კათედრას ხელმძღვანელობდა მოსკოვში.
სამოციანი წლების შუადან 80იანი წლების ბოლომდე ხელმძღვანელობდ სსრკს უმნიშვნელოვანეს პროპაგანდისტულ ჟურნალს.
მისი იდეოლოგია გახლდათ ,,რაციონალიზმი,, რათქმაუნდა სსრკს და საბჭოური სისტემის შეთახმებაში. ამ თემაზე მუშაობდა მანამ, სანამ არ დაიწყო ეროვნული მოძრაობები, ჯერ ვარშავის პაქტის ქვეყნებში და მერე სსრკს რესპუბლიკებშიც.
ამის შემდეგ ის მოღვაწეობისათვის ჩამოდის თუ აგზავნიან საქართველოში და ავითარებს იდეას რომ ,,კოლექტივიზმი ინდივიდულიზმს ძალიან ცუდად ეპყრობაო და ეს შეცდომააო,,
მოკლედ, ეროვნულობით იდენტიფიკაციიდან უკვე გადავიდა უფრო დიდი ფასეულობაზე, ინდივიდუალიზმზე.
რისი ნაციონალობა, რა პატრიოტიზმი, მთავარია ინდივიდიო და ამ იდეით შემოდის 1987 წელს, როცა სსრკს წყალი აქვს გვერდებში შემდგარი.
ჩამოდის საქართველოში და ხელმძღვანელობს ასევე უმნიშვნელოვანეს იდეოლოგიურ განყოფილებას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში.
აწყობს ლექციებს, ავრცელებს იდეოლოგიას რომ რისი პატრიოტიზმი და რა ნაციონალობა, უმთავრესი არისო რაო…. არც მეტი და არც ნაკლები ,,ჭეშმარიტებაო,,.
რაა ახლა ეს ჭეშმარიტება, ადექი და ეძიე ამ სსრკს დაღმასვლის პერიოდში.
მოკლედ ტვინის არევისა და ეროვნული მოძრაობების დესტრუქციას ეწევა წლები… გარდაცვალებამდე… სახაროვს გადააჭარბა ადამიანმა ეროვნულ განმათავისუფლებელი მორაობების დისკრედიტაციაში…
ასეთ ადამიანს ეტრფიან ადამიანები, მიუხედავად იმისა რომ იციან
პიროვნებას და ინდივიდს ესაჭიროება სოციალური გარემო.
ამ გარემოს კვლევას, რომ ვითომდა ბავშვს ეს გარემო არ ესაჭიროება, შეეწირა ბევრი საკვლევი ბავშვის სიცოცხლეც კი ამერიკაში 50იან წლებში, როცა აკრძალეს ამგვარი ,,ინდივიდუალისტური კვლევები,, ადამიანებზე.
ასე რომ, ყველამ, ნაკითხმაც თუ უკითხავმაც იცის, რომ ადამიანს ესაჭიროება სოციალური გარემო ჩამოყალიბებისათვის.
უმცირესი სოციალური გარემოა ოჯახი, მერე სახელმწიფოა.
არათავისუფალ გარემოში ინდივიდის განვითარება დარვეულია.
არათავისუფალ და დაპყრობილ ქვეყანაში არც ოჯახია თავისუფალი და არც ადამიანი.
სახელმწიფოს სიყვარულს მოკლედ პატრიოტიზმი ეწოდება.
პატრიოტიზმის უარყოფით ვუარყოფთ იმ ელემენტარულ თავისუფალ გარემოს, რომლის არსებობაც ადამიანისათვის აუცილებელია.
თუარადა, გერმანელები ამბობენ, ფიქრები ყველგან თავისუფალიაო, ციხეშიც და მარყუჟში თავგაყოფის დროსაც კიო.
ოღონდაც, ეს ხომ არ ნიშნავს თავისუფალ გარემოზე უარის თქმას?
აი ამ ცნების, პატრიოტიზმის სიბნელედ გამომცხადებელ საბჭოელ ადამიანს უწოდებს არაერთი საქართველოში გენიოს ფილოსოფოსს…
და ,,ჭეშმარიტება,,?
ეს იმდენად მოცულობითი და უდიდესი თემაა, რომ დაიკარგება სახელმწიფოც, ოჯახიც და ადამიანიც.
და რატომ არ ააზრებენ ადამიანები ამ მარტივ ლოგიკურ ჯაჭვს?
იმიტომ რომ თუ აღიარებ თავისუფალი გარემოს აუცილებლობას, უნდა იბრძოლო თავისუფლებისათვის, შენი პიროვნული და შენი ოჯახის და შენი ქვეყნის თავისუფლებისათვის.
როცა ადამაინები იაზრებენ, რომ ეს ყველაფერი ძნელია და მოითხოვს ბრძოლას, მაშინ საკმაოდ მარტივია თქვა რომ ხარ ინდივიდი და შენ ხარ ამ დედამიწაზე ერთდერთი ჭეშმარიტება და ამ დროს ფეხებზე შეგიძლია დაიკიდო სხვაც, ოჯახიც, ქვეყანაც, პატრიოტიზმიც, ბუნებაც და საერთოდ დედამიწაც.
შენ ხარ და შენი ნაბადი და შენი ნაბადის შენზე მორგებაა მთელი ჭეშმარიტება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – „სამართლიან არჩევნებს“ პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ