საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და Touch-ის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო მარტექტ ფესტივალი, Touch.Point გაიმართა, რომელიც მარკეტინგულ აქტივობებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას დაეთმო.
ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და ვორკშოფ სესიები გაიმართა. Touch.Point-ზე წარმოდგენილ მომხსენებლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო კრეატივის, ბრენდისა და მარკეტინგის კონსულტანტი ზივ მეირი, რომელსაც Google-ში, McCann-სა და PepsiCo-ში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
მეირის საუბრის თემა ბიზნესის განვითარებასა და მარკეტინგულ აქტივობებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკავშირდებოდა. მისი თქმით, AI-ს ნებისმიერი ტექნიკური დავალების 80%-ის შესრულება, ფაქტობრივად, მომენტალურად შეუძლია, ეს კი კომპანიას რესურსების დაზოგვის, ეფექტიანობის გაზრდისა და ასწრაფების საშუალებას აძლევს.
პრეზენტაციის შემდეგ, გამოცდილ ექსპერტთან მოკლე ინტერვიუც ჩავწერეთ, რომლის ამონარიდს აქვე შემოგთავაზებთ:
რა საკითხებს შეეხო თქვენი პრეზენტაცია და რა არის ის მთავარი სათქმელი, რომელსაც საზოგადოებას გაუზიარებდით?
საუბრის ნაწილი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარებას დაეთმო. დამსწრე საზოგადოებას ვაჩვენე, თუ როგორი სწრაფი ტემპით ვითარდება AI და დროსთან ერთად როგორ იზრდება მისი შესაძლებლობები. ჩემი პრეზენტაციიდან მთავარი სათქმელი ისაა, რომ დღეს თითქმის ყველა ტექნიკური საქმე ხელოვნური ინტელექტის მიერ შეიძლება იქნეს შესრულებული. აქვე, რჩევასაც მოგცემთ და ვიტყვი, რომ უმჯობესია, დროულად შეიძინოთ თქვენი რჩეული AI-პლატფორმის პრემიუმ ვერსია, რაც ტექნოლოგიის ათვისებაში დაგეხმარებათ. AI თითქმის ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ, ის საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერი პროექტი 0-დან 80%-მდე მომენტალურად მოამზადოთ.
ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა როგორ შეცვლის მარკეტინგის მომავალს?
მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ტექნოლოგია შთამბეჭდავი ტემპით ვითარდება, ამიტომ მოვლენებს არ უნდა ჩამოვრჩეთ და AI-ტალღას უნდა ავყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ქვეშ აღმოვჩნდებით და დავზარალდებით.
როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ხელოვნურ ინტელექტს დასაქმების ბაზარზე, გამოიწვევს თუ არა ის სამუშაო ადგილების შემცირებას?
ვფიქრობ, AI-ს დახმარებით 4-5 წელიწადში შეიქმნება ისეთი სამუშაოები და პროფესიები, რომელთა შესახებ ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. მართალია, ხელოვნური ინტელექტი ზოგიერთი პროფესიის ადამიანებს ჩაანაცვლებს და ეს დასაქმებულთა რაოდენობას შეამცირებს, თუმცა, საპირწონედ ამისა, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ჩემი შეფასებით, AI განსაკუთრებით დიდ შესაძლებლობას აძლევს მცირე მეწარმეებს, რომელთაც ასეთი დონის სერვისის მიღება საკმაოდ იაფად შეეძლებათ, რაც აქამდე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. სავარაუდოდ, კომპანიები და მეწარმეები AI-ს ზრდისა და განვითარებისთვის გამოიყენებენ, თუმცა, შესაძლოა, ვცდებოდე.
ზივ მეირის შეფასებით, AI-ს გამოჩენით რამდენიმე რამ არსებითად შეიცვალა. პირველ რიგში, ტექნიკური დავალებების შესრულება გამარტივა. გარდა ამისა, მარკეტინგული კამპანიის შექმნის პროცესი დაჩქარდა და ის უფრო ეფექტიანი გახდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ პლანზე იდეები წამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, დღეს უკვე მთავარი აქტივი, რომელსაც კომპანია უნდა ფლობდეს, სწორედ იდეაა, რადგან სამუშაოს ხელოვნური ინტელექტიც მშვენივრად შეასრულებს.
· გადახედვა საზოგადოება სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ, რომელმაც ბიუჯეტის კუთვნილ 1 499 116 ლარის გადასახადს თავი აარიდა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ, რომელმაც ბიუჯეტის კუთვნილ 1 499 116 ლარის გადასახადს თავი აარიდა
· გადახედვა პოლიტიკა ირაკლი კობახიძე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს
· გადახედვა საზოგადოება ბოლნისში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, საქმეზე აღიძრა სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე ბოლნისში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, საქმეზე აღიძრა სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე
· გადახედვა ტექნოლოგიები ქართველი სპეციალისტი, რომელიც Microsoft-ში ადამიანის ავატარებს ქმნის — ინტერვიუ გივი მეიშვილთან ქართველი სპეციალისტი, რომელიც Microsoft-ში ადამიანის ავატარებს ქმნის — ინტერვიუ გივი მეიშვილთან
· საზოგადოება PLUS პარასკევს საქართველოს ბანკის მომხმარებლები სასურველ ნივთებს PLUS ქულებით ნახევარ ფასად შეიძენენ PLUS პარასკევს საქართველოს ბანკის მომხმარებლები სასურველ ნივთებს PLUS ქულებით ნახევარ ფასად შეიძენენ