თანამედროვე ბიზნესგარემოში, როცა კონკურენცია მუდმივად იზრდება და გარემო ჩვენს გარშემო სწრაფად იცვლება, კომპანიის წარმატებისთვის ფინანსური მართვის სიზუსტე და ეფექტურობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. ბუღალტერია მხოლოდ გადასახადების სწორად გადახდას არ გულისხმობს, ის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად სანდო და მყარ ფუნდამენტს ქმნის, კანონთან შესაბამისობას უზრუნველყოფს და ფინანსური რისკების დონეს ამცირებს.
პროცესში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ბუღალტრული სერვისების აუთსორსინგი, ანუ კონკრეტული ბუღალტრული ფუნქციების გადაცემა სპეციალიზებული, გარე კომპანიისთვის. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს ბიზნესს, ფოკუსირდეს საკუთარ ძირითად საქმიანობაზე და პარალელურად ისარგებლოს მაღალი ხარისხის, პროფესიონალური სერვისებით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე შიდა რესურსის გამოყენების შემთხვევაში.
სწორად დაგეგმილი აუთსორსინგი ხარჯებს ამცირებს, ოპერაციულ სტაბილურობას ზრდის და სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ რეალობაში კომპანიის მდგრადობას აძლიერებს.
დღეს განვიხილავთ, რატომ არის საბუღალტრო სერვისების აუთსორსინგი კარგი გადაწყვეტილება.
ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოსთვის, ხარჯების ოპტიმიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საბუღალტრო დეპარტამენტის სრული დატვირთვით შენარჩუნება ხშირად დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული: ბუღალტრის ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა, დასვენების დღეები, სამუშაო სივრცე და ტექნიკური რესურსები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულ განაკვეთზე დასაქმებული ბუღალტერი შესაძლოა კომპანიისთვის ფინანსურ ტვირთად იქცეს.
აუთსორსინგის უპირატესობა სწორედ ასეთ დროს იჩენს თავს – კომპანია მხოლოდ იმ სერვისისთვის იხდის, რომელიც განსაზღვრული დროითა და მოცულობით სჭირდება. შედეგად, ზედმეტი ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, ISO სერტიფიცირებული აუთსორს კომპანია, Loialte, რომელიც მომხმარებელს სრულ და მოქნილ საბუღალტრო პაკეტს სთავაზობს, რომლებიც მორგებულია როგორც სტარტაპებზე, ისე დიდ ორგანიზაციებზე. Loialte-ს სერვისი ბიზნესებს ფინანსური პროცესების გამართვაში, საგადასახადო რისკების შემცირებაში, ხარჯების ეფექტიან მართვასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
ბუღალტერიაში ნებისმიერი მცირე შეცდომა შესაძლოა სერიოზულ ფინანსურ პრობლემაში გადაიზარდოს. სწორედ ამიტომ, საბუღალტრო მომსახურების ხარისხი გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია კომპანიისთვის.
ბუღალტრული აუთსორსინგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა პროფესიონალიზმია — სერვისს გთავაზობთ სპეციალიზებული გუნდი, რომლის წევრებს აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, გამოცდილება და მუდმივად განახლებული ცოდნა არსებული რეგულაციების, საგადასახადო კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.
გარდა ამისა, პროფესიონალთა გუნდი დოკუმენტაციას აწესრიგებს, ზუსტად ასახავს ყველა ოპერაციას და ამზადებს ანგარიშგებებს ისე, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში იძლევა მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ბიზნესმა თავდაჯერებულად და წინდახედულად იმოქმედოს.
თანამედროვე მეწარმისთვის დრო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რესურსია. ორგანიზაციის შიდა ბუღალტრული პროცესების მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება და საგადასახადო ვალდებულებების დროულად შესრულება არა მხოლოდ დიდ ენერგიას, არამედ მნიშვნელოვან დროსაც მოითხოვს. აუთსორსინგი მენეჯმენტს / მეწარმეს შესაძლებლობა უქმნის, სრულად გადაერთონ საკუთარი ძირითადი საქმიანობის მართვაზე და ბუღალტერია პროფესიონალებს მიანდონ.
როცა ბუღალტერიას მართავს გარე პროფესიონალი კომპანია, შიდა გუნდს აღარ უწევს დროის დახარჯვა რთულ ტექნიკურ საკითხებზე — მცირდება კომუნიკაციასთან დაკავშირებული ბარიერები, მინიმუმამდე დადის საოპერაციო შეფერხებები და მთელი ყურადღების გადატანა შესაძლებელი ხდება სტრატეგიულ ამოცანებზე: პროდუქტების განვითარებაზე, გაყიდვებზე, ბაზრის გაფართოებასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.
კომპანიის წარმატებისთვის ფინანსური მართვის სიზუსტე და ეფექტურობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. სწორედ ამიტომ უფრო გონივრულია ბუღალტერიასთან დაკავშირებული საკითხების სამართავად პროფესიონალთა ჯგუფის დაქირავება, რომელიც მომსახურების მაღალ ხარისხს გთავაზობთ, შეგიმცირებთ ხარჯებს და დროის უფრო პროდუქტიულად გადანაწილებაში დაგეხმარებათ.
