რატომ არიან დიდი ბიზნესები ყველა დროს მთავრობის მხარდამჭერები? – ეკონომიკის ექსპერტი 3 ძირითად მიზეზს ასახელებს

ეკონომიკისა და სამართლის ექსპერტი, ზვიად სხვიტარიძე მსხვილი ბიზნესებისა და მთავრობის დამოკიდებულებაზე საუბრობს და სამ მიზეზს ასახელებს, რის გამოც დიდი ბიზნესი მთავრობის მხარდამჭერია.
„რატომ არიან დიდი ბიზნესები ყველა დროს მთავრობის მხარდამჭერები? სამი ძირითადი მიზეზი:
· დამოუკიდებელი სასამართლოს და ალტერნატიულად ბიზნეს დავებზე არბიტრაჟის სისტემის არარსებობა;
· მონოპოლიები ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში, რაც კონკურენციას კლავს და ავტომატურად გამორიცხავს კონკურენტულ გარემოს;
· ლობისტური საქმიანობის რეგულირება და აი სად არის გამჭვირვალება საჭირო, ბიზნესის ლობირებისთვის გადახდილი თანხების დეკლარირება, სპეციალური გაიდლინების შემოღება და კონკრეტულ თანხაზე ჩამკეტის დაწესება.
კარგი ძლიერი ბიზნესი პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს მოწოდებული ამ მიმართულებების გამართვით, აღარ იქნება თავდახრილი, არამედ წელში გამართული ივლის და იტყვის იმას რასაც რეალურად ფიქრობს და განიცდის“, – წერს ზვიად სხვიტარიძე.