„რატომ ამტკიცებდნენ საერთოდ ამ პაკეტს?“ — პაპუაშვილი EU-ს დახმარების შეჩერებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, მათ შორის, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვაზე.
ევროკავშირმა აღნიშნული გადაწყვეტილება რუსული კანონის მიღებისა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებების პასუხად მიიღო.
მიუხედავად დახმარების შეჩერებისა, ირწმუნება, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ეხება „ერთ კონკრეტულ საკითხს“ და არა ჯარის ბრძოლისუნარიანობასა და აღჭურვას.
„ეს იყო ერთი კონკრეტული საკითხი, როცა ვსაუბრობთ ევროკავშირის ფონდის დახმარებაზე. როცა ამ კანონს ვიხილავდით, ზუსტად მაშინ დამტკიცდა ეს პაკეტი და არ ვიცი, თუ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, რატომ ამტკიცებდნენ საერთოდ ამ პაკეტს? რამდენიმე კვირის წინ დამტკიცდა, როცა კანონი საბოლოოდ მიღების პროცესში გვქონდა და ყველამ იცოდა, რომ ვიღებდით ამ კანონს,“ — აღნიშნა პაპუაშვილმა.
-სა და ევროკავშირის ქვეყნების კრიტიკის პარალელურად პაპუაშვილი კვლავ იმეორებს, რომ საქართველო მოკავშირეების გარეშე არ რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ