“რატომ ალაპარაკდნენ მედიასთან რუსული “წყაროები”, რომ პუტინი მზადაა, შეაჩეროს ომი? – კულებას განმარტება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Reuters-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პუტინს ში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს.
რატომ ალაპარაკდნენ მოულოდნელად მედიასთან რუსული “წყაროები”, რომ პუტინი მზადაა, შეაჩეროს ომი ამჟამინდელ საბრძოლო პოზიციებზე? – ეს მარტივია; პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობს, ჩაშალოს 15-16 ივნისს დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში. მას ეშინია მისი წარმატების. მისი გარემოცვა აგზავნის ყალბ სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო მზადყოფნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმას მაშინ, როდესაც მათი რაკეტები და თვითმფრინავები უკრაინის ქალაქებზე ცვივა. პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. მხოლოდ გლობალური უმრავლესობის პრინციპულმა და ერთიანმა ხმამ შეიძლება, აიძულოს იგი აირჩიოს მშვიდობა. სამშვიდობო სამიტის მიზანიც სწორედ ამის მიღწევაა. სწორედ ამიტომ არის ის ასე შეშინებული. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი ლიდერი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან“, – წერს კულება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას

ზაზა თავაძის ინფორმაციით, ახმეტაში მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, პროკურატურას ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტის შესწავლის თხოვნით მიმართა, თუმცა კვირაზე მეტია რეაგირება არ ჰქონიათ