ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი “სუხიშვილების” მოცეკვავეებთან ერთად ტანგოს ასრულებს. ანიტა აქამდე ამ ამპლუაში საჯაროდ არ გმოჩენილა, ამიტომ მის მიერ შესრულებულმა ცეკვავამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. როგორც აღმოჩნდა, ანიტა შესანიშნავად ცეკვავს და, ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ასევე შესანიშნავად გრძნობს მუსიკას. მიუხედავად ამისა, ნეგატიური კომენტარები ვიდეოს ქვეშ მაინც დაიწერა და ზოგიერთმა ადამიანმა მისი შესრულება დაიწუნა.
“თავისუფალი, ლამაზი და სექსუალური, ბრავო, ანიტა!”, “მე მომწონს ანიტა რაჭველიშვილის ტანგო. გარდა იმისა, რომ მთელი გრძნობით ცეკვავს და, ჩემი აზრით, ძაან კარგადაც, ეს ტანგო ასევე არის შინაგანი თავისუფლების და გამბედაობის გამოხატულება, საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ თვით ცეცხლოვანი ტანგოსთვისაც კი, არც წონა და არც ასაკი პრობლემა არ არის, თუ ადამიანი ლაღია და შემდგარი და, საერთოდ, მიმაჩნია რომ ადამიანმა წონაც, ასაკიც, პრობლემებიც კი, ღირსეულად უნდა ატაროს და საზოგადოების მიერ დაწესებულ გაუგებარ და ზოგჯერ სულელურ სტანდარტებს, თამამად უნდა დაუპირისპირდეს!”, “ჩარჩოებს არც ხელოვნება და არც სხეული სცნობს! მთავარი თავისუფლებაა – უფლება, იყო ისეთი, როგორც შენ ხედავ შენს თავს!”, – აღნიშნავენ კომენტარებში.
ანიტა რაჭველიშვილის სახელი დიდი ხანია, რაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ საოპერო მომღერალს, მსოფლიო იცნობს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ანიტა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ღიად გამოთქვამს.
ანიტა რაჭველიშვილმა რჩეულზე, ოთარ მაისურაძეზე, 7 წლის წინ იქორწინა და მას შემდეგ ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს. წყვილის ჰარმონიული ურთიერთობა გამომწერების მხრიდან ყოველთვის დადებით შეფასებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ანიტა და ოთარი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ანიტამ მეუღლესთან შეხვედრისა და მასთან ურთიერთობის შესახებ “სთორიში” ისაუბრა:
“ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინე სხეული და ხმა… დავინახე, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემ გვერდით; ძალიან გამიჭირდა, გული დამწყდა, იყო დეპრესიის ძალიან მძიმე მომენტები, იყო ფინანსური გაჭირვების მომენტები” – ანიტა რაჭველიშვილი ურთულესი 2 წლის, ოჯახის, შვილისა და კარიერის შესახებ
“მე შემხვდა ადამიანი, რომელიც დამიდგა გვერდით; შემხვდა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი, რომელიც ყველანაირად თავის თავს გადადებს ბოლომდე და დამიდგება გვერდზე… ძალიან სასაცილოდ გავიცანით ერთმანეთი “ფეისბუქზე”. ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო და ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მისი მშობლები დიდი მოყვარულები არიან ჩემი მუსიკის, დედამთილი და მამამთილი უსაყვარლესი, უთბილესი ადამიანები არიან… უყურებდნენ ჩემს ჩანაწერს, საპატრიარქოზე გადიოდა ხოლმე ჩვენი “კარმენის” ჩანაწერი. დასხდნენ და უყურებდნენ… რაჭველები არიან, მაისურაძეა ჩემი მეუღლე, იძახდნენ თურმე, ჩვენი რაჭველი გოგო, ჩვენი რაჭველი გოგოო. ეზოში იყო ჩემი მეუღლე, პატარა იყო მაშინ, ალბათ, 17-18 წლის იქნებოდა…მოდი, მოდი, ოთო, რა განახოთო, სასწრაფოდ მოდი, ჩვენი რაჭველი გოგო უნდა განახოთო. დაჯდა და დაიწყო ყურება…ჩემი დედამთილი ამბობს თურმე, რა ფორთოხალივით გოგოა, ნეტავ ჩემს ოთოს ასეთი ცოლი მისცაო. ამანაც პირდაპირ ის მოიყვანა ცოლად, ვინც ეკრანზე დაინახა…ოთოს მშობლებს და მის პედაგოგს, ავთო რევიშვილს, დიდი წვლილი მიუძღვით. ბატონი ავთოსთვის უკითხავს ოთოს, ვინ მოგწონს ქართველ მუსიკოსებს შორისო და მას უთქვამს, ანიტა რაჭველიშვილი არაჩვეულებრივი გოგოაო. ოთო დაინტერესდა და დამამატა “ფეისბუქზე”. იმ პერიოდში მეც ყველას ვამატებდი, ეს იყო 7-8 წლის წინ. დამატების მერე არანაირი კონტაქტი არ ყოფილა…
“სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა, 2 წინადადებაში დაატრიალა ამ ადამიანმა საოცრება” – როგორ დაეხმარა სოციალურად დაუცველ ბავშვს ანიტა რაჭველიშვილი
ჩემი მეუღლე არის ძალიან პირდაპირი ადამიანი და მქონდა პირველი ლაივვიდეო ჩემი ოფიციალური გვერდიდან და რომ დამთავრდა ვიდეო, უცებ მომდის ტექსტი:”მე თქვენ ძალიან მომწონხართ და ძალიან გამიხარდებოდა თქვენი გაცნობა”. მე მივწერე, რომ ოთარ, თქვენ პირად “ფეისბუქზე” გყავართ-მეთქი, აქ ადმინისტრატორიც კითხულობს-მეთქი და პირადი “ფეისბუქიდან” მოგწერთ-მეთქი. არ დაიჯერა, რომ მე ვიყავი, შანსი არაა, არ იქნები ანიტაო, ახლა ადმინისტრატორი მწერსო, რაღაცას მეღადავებითო, კარგად ბრძანდებოდეთო. მე ვწერ, არა, ოთო, ნამდვილად მე ვარ-მეთქი. კარგი, თუ შენ ხარო, დაწერე ჩემი სახელი და გადაიღე ფოტოო. გადავუღე ფოტო, ეგ რა არისო? მე მივწერე, შენ როგორ ბედავ და არ მიჯერებ და არაფერსაც არ გამოვგზავნი-მეთქი და ნუ გამომიგზავნიო…გავიდა და არ შემოვიდა ერთი-ორი საათი. რა მექნა, მომწონდა ბიჭი, ავიღე ნაწერი, გადავიღე ფოტო, დავიჭირე ხელში და გავუგზავე. ამას მოჰყვა 20-წუთიანი სიჩუმე. თურმე კომპიუტერი დაუვარდა, არის შოკში…მერე მოხდა ისე, რომ ვსაუბროდით 24-საათიან რეჟიმში, ჯერ დაიწყო მესიჯებით და მერე რა თქმა უნდა, ერთი თვის მერე გადავედით ვიდეოზარებზე. მე სამი თვე უნდა ვყოფილიყავი ამსტერდამში, ის ვერ ჩამოვიდოდა და საუბარში გავატარეთ 3 თვე. რომ ჩამოვედი თბილისში, მეორე დღესვე შევხვდით ერთმანეთს. მოდი, პარლამენტთან შევხვდეთო და რომ მივუახლოვდი პარლამენტს, ვიღაცა მოვიდა და თვალებზე ამაფარა ხელები… ბევრი ვისეირნეთ…იმ წუთასვე მივხვდი, რომ ის ადამიანი იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე ძალიან თავშეკავებული ადამიანი ვარ. ეს დაინახა და იფიქრა, არ მომეწონა. გაქრა, მიმაცილა სახლში და აღარ დამირეკა. თურმე ისე დარდობს, ფიქრობს, არ მომეწონა. ამ დროს მე არ ვრეკავ, ქალი ვარ და მძლია სიამაყემ. ჩემი დაქალებიც იმავეს ამბობენ, თუ მოსწონხარ, დაგირეკავსო. მეგობარი ჰყავდა, რომელმაც შეამჩნია, რომ რაღაც ვერ იყო, ვეღარ მოითმინა და მოუყვა, რა ხდებოდა…შე შტეროო, ამხელა დონის ვარსკვლავია, რა გეგონა, რომ კისერზე შეგახტებოდაო?რა თქმა უნდა, ღირსეულად მოიქცაო, ახლავე აიღე ტელეფონი და დაურეკეო. დამირეკა და მთხოვა შეხვედრა, მეც დავეთანხმე, ძალიან გამიხარდა. აბანოთუბანში ვნახეთ ერთმანეთი. მთხოვა, კანადაში წასვლამდე კიდევ ვნახოთ ერთმანეთიო. შევხვდით მეორე დღეს. მაქსიმუმ, რაც გავაკეთეთ, იყო ხელის ჩაკიდება. დამშვიდობებისას ჩავჯექი მანქანაში და უცებ ჩაიკეტა კარი, ავტომატურად იკეტებოდა. მას კიდევ თურმე უნდოდა ეკოცნა და ტყუილად ექაჩებოდა კარებს. თვე-ნახევარი კანადაში ყოფნის დროს სულ ვსაუბრობდით… ძალიან ტბილი და ყურადღებიანი ადამიანია, ყველას უნდა, რომ დაეხმაროს…”