რატომღაც, წინასაარჩევნოდ მოუნდა კულტურისა და ხელოვნების ფონდის შექმნა – ქველმოქმედება მაშინ უნდა დაიწყო, როდესაც პოლიტიკაში არ ხარ – გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძეზე

“ლელოს” ლიდერის მიერ ახალი ორგანიზაციის დაფუძნებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის მიერ საქველმოქმედო ფონდის დაფუძნება წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება.
“ქველმოქმედება უნდა დაიწყო, როდესაც არ ხარ პოლიტიკაში, 5-10 წლით ადრე. ვინმეს რომ გაეგო, ხაზარაძემ ქველმოქმედება დაიწყო, მაშინ, როდესაც მიზანი არ აქვს პოლიტიკური ქულების დაწერა, აი, მაშინ შეიძლება, რომ დაეჯერებინათ, არ არის წინასაარჩევნო ტრიუკები. ახლა, წინასაარჩევნოდ მოუნდა რატომღაც კულტურისა და ხელოვნების ფონდის შექმნა, არაგულწრფელია,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მსგავსი პოზიცია აქვთ მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ს შეფასებით, “ასეთი საქმეები წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა წამოიწყო”, რადგან დღეს ამ ყველაფერს “წინასაარჩევნო ელფერი” სდევს.
ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერმა ახალი ორგანიზაცია დააფუძნა. მისი განცხადებით, ფონდის დონორი იქნება ხაზარაძის ოჯახი და თანხა, იმ პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების თავისუფლებას მოემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა