რატომაა ირაკლი კობახიძე სასაცილო? – გია ნოდია

რატომაა ირაკლი სასაცილო?
მან ბიძინასთან შეჯიბრი დაიწყო. ბიძინა სწორედ ამით შემოვიდა პოლიტიკაში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რაც მან თქვა: შეიძლება მომკლან, მაგრამ თქვენთვის ყველაფერს ვრისკავო. ამას რომ სერიოზულად ფიქრობდა, გამოჩნდა „ტრიუკით“, რომელიც მერე თვითონვე სახაგაბრწყინებულმა აგვიხსნა: ვითომ მისი შვილი უტა შემოდიოდა პოლიტიკაში და ბიძინამ გააჩერა, შენ ისწავლე შვილო, შენს მაგივრად მე გავწირავ თავსო. რაში იყო „ტრიუკის“ სიბრძნე? მიშა ბიძინას აღარ მოკლავდა, რადგან აზრი არ ჰქონდა – მერე მრისხანე უტა ჩაერთვებოდა საქმეში. ბიძინას პარანოიდული მიდრეკილებები ყველამ ვიცით, მაგრამ ამ შემთხვევაში, მის სიფრთხილეს რაღაც რაციონალური საფუძველი აქვს: ღმერთმა დაიფაროს და მას რომ რამე დაემართოს, „ოცნების“ პირამიდა ჩამოიშლება და ამას პოლიტიკური ცვლილებები მოყვება. ამიტომ, ჰიპოთეტურად, შეიძლება ვიღაცას მართლა გაუჩნდეს ბიძინას მოკვლის სურვილი (იმედია, სიტყვა „ჰიპოთეტურის“ მნიშვნელობა იცით და ასეთი იდეის წახალისებას არ დამაბრალებთ).
მაგრამ ასევე ღმერთმა დაიფაროს და ხვალ ვერტმფრენით სადმე რომ გადაიჩეხოს, ზეგ მის ადგილს მამუკა, შალვა ან კიდევ ვინმე დაიკავებს და აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება. ადამიანი, ვინც პოლიტიკური მოტივებით მის მოკვლას მოინდომებს, ან თუნდაც დაემუქრება უბრალოდ, დებილი იქნება. ირაკლი სამართლიანადაა დასაცინი.

ასევე დაგაინტერესებთ