რატი მუჯირი: ვინც ამის მოსმენის მერე დაფიქრდით ასე ხომ არააო …

ჟურნალისტი, რატი მუჯირი, ს კომენტარს ანწუხელიძეზე ეხმაურება და წერს:
ვინც ასე ფიქრობთ, თქვენი დედას შევე*ი! ვინც ამის მოსმენის მერე დაფიქრდით ასე ხომ არააო, თქვენი დედას შევე*ცი! ვინც ეს წაიკითხოთ ეთერში და საკადრისი კომენტარი არ გაუკეთოთ თქვენი დედას შევე*ცი! თუ ვინმე გამომრჩით და გეკუთვნით თქენი დედას შევე*ცი!

“მარტივ ენაზე რომ ვთქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ – ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ“ – განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ანწუხელიძე უკვდავია! – 12 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის უკან აქცია დაანონსდა
“ყოველგვარ ზღვარს ცდება ქართული ოცნების წარმომადგენლების ნარატავი აგვისტოს გმირებთან და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან მიმართებაში. ოკუპანტია და ამას ვერცერთი ტერმინით ვერ გადაფარავენ. თეა წულუკიანი უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ გიორგი ანწუხელიძე, ადამიანი, რომელმაც თავგანწირვის ფასად არ გადაუხვია სამშობლოს სიყვარულს და სიცოცხლის ბოლო წამამდე ებრძოდა მტერს, უაზროდ გაწირულად მოიხსენიოს.
თუ ღირსება ოდნავ მაინც შეგვრჩა და გვადარდებს ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ მომავალი, არამედ წარსულიც.
და თუ რეჟიმის შიშმა იმდენად არ გაგვტეხა, რომ ჩვენი გმირების სახელი უთავმოყვარეო ჯალათებს არ გავათელინოთ, ხვალ 15:00-ზე გელოდებით პარლამენტის უკან.
გიორგი ანწუხელიძე რუსებს მარტო დარჩენილიც ებრძოდა, მათ ვერ მოიპოვეს გმირის მორჩილება და ვერაფრით მიაყენებინეს შეურაცხყოფა საქართველოს სიმბოლოსთვის, ქართული დროშისთვის.
ჩვენ ავიტანთ ამ ხსოვნის შეურაცხყოფას?
ნიჰილიზმი და შიში ამასაც აგვატანინებს?
ერის ღირსება ყველაზე ძვირფასია, გამოდი!” – წერენ აქციის ორგანიზატორები.