რატი იონათამიშვილი – 2020 წელს ამომრჩეველს დავპირდით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მოთხოვნას გავაგზავნიდით – 2023 წელს კი, ეს პირობა არა თუ შევასრულეთ, არამედ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ

2020 წელს ამომრჩეველს დავპირდით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით მოთხოვნას გავაგზავნიდით – 2023 წელს კი, ეს პირობა არა თუ შევასრულეთ, არამედ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც აღნიშნული საკითხი “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში აისახა, პროცესების რადიკალიზაცია დაიწყო, რაც ს მიერ ში აგრესიის შემდეგ გაძლიერდა.
“ეს ადამიანები ომისა და ღალატის პარტიის წევრები გახდნენ. როგორ რთულ გზაზე გავიარეთ, საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პასუხისმგებლობას ასცდება, ასე ნამდვილად არ იქნება და 2024 წელს ყველა საკადრისს პასუხს მიიღებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!