პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ჩინეთთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, არამედ ამ ფაქტს, დიდ მნიშვნელობას საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც ანიჭებენ.
მისივე თქმით, საქართველო ხდება მიმზიდველი, როგორც საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, შუა დერეფნის ჭრილში, აზიასა და ევროპის დაკავშირების თვალსაზრისით.
„ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, არამედ აი, ამ ფაქტს, დიდ მნიშვნელობას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ანიჭებენ, ვინაიდან, საქართველო ხდება მიმზიდველი, როგორც საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, ზუსტად შუა დერეფნის ჭრილში, აზიასა და ევროპის დაკავშირების თვალსაზრისით. ამის ფონზე, ასეთი ადამიანების გააქტიურება და მით უმეტეს, თუ ისინი ფინანსდებიან ტაივანისგან, ცხადია, ეს არის სერიოზული ბრალდება, რომელზეც ვალდებულები არიან ისინი გამოვიდნენ და შესაბამისი განმარტებები გააკეთონ, მაგრამ როდესაც იმალებიან და განცხადებებს არ აკეთებენ, როგორც ჩანს, ეს ძალიან სტკივათ და აწუხებთ მათ, ეს შემთხვევითი არ არის, რასაკვირველია. შესაბამისად, ამ ყველაფერზე უკვე სწორ დასკვნებს ჩვენი საზოგადოება ძალიან მარტივად და ობიექტურად გააკეთებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
