რატი იონათამიშვილი – სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს

სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან -ის ელჩის, ს “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატის განმარტებით, მას წინა კვირაში ნიუ – იორკში მაღალი დონის, მეგობრული შეხვედრები ჰქონდა, სადაც მხოლოდ იმ გამოწვევებზე და პროგრესზე ისაუბრეს, რაც საქართველოშია.
„სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს. პირადად მე წინა კვირაში ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონდა, მათ შორის ნიუ – იორკში, გაეროში არამხოლოდ გაეროს უმაღლეს წარმომადგენლობასთან, არამედ პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ მრჩეველთან შშმ პირების საერთაშორისო უფლებების საკითხებში. ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობასთან, ვინც შშმ პირების პროგრამების მიმართულებით კანონის უზენაესობაზე მუშაობს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ასევე იყო მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც აშშ-ში ზუსტად შშმ პირთა უფლებების და მისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მუშაობს. ჩვენ ძალიან მეგობრული შეხვედრები გვქონდა, სადაც მხოლოდ იმ გამოწვევებზე და პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.

ასევე დაგაინტერესებთ