რატი იონათამიშვილი – რა უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიციის მედია და რადიკალური ოპოზიცია, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ეუთო/ოდირის დასკვნა, დღის წესრიგს იმაზე აწყობს, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიცია და მისი მედია დღის წესრიგს აწყობს იმაზე, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს მუნიციპალურ არჩევნებზე“. ამის შესახებ იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, ეს მაშინ, როდესაც მათ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნა „ფეხქვეშ გათელეს“.
„რა უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიციის მედია და რადიკალური ოპოზიცია, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ეუთო/ოდირის დასკვნა საპარლამენტო ს დროს, იგნორირება გაუკეთეს მისიის მთავარ შეფასებას – „ქართული ოცნება – არჩეული ხელისუფლება“, დღეს კი პოლიტიკურ დღის წესრიგს იმაზე აწყობს, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს მუნიციპალურ არჩევნებზე“, – წერს რატიო იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ, ბრიტანეთის საელჩოს განცხადების საპასუხოდ, სადაც ისინი ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდებენ, პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით”.