რატი იონათამიშვილი – პარლამენტის დათხოვნის სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს – ეს ადამიანები ხავსს ეპოტინებიან და ცდილობენ, ქვეყნის კონსტიტუცია თავზე დაიხიონ

[პარლამენტის დათხოვნის] სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს და მსგავსი პროცესები ბუნებრივად ვერ იქნება – ეს ადამიანები ხავსს ეპოტინებიან და ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია თავზე დაიხიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში შემდეგი ოთხი წლის შემდეგ ჩატარდება.
„სალომე ზურაბიშვილს აჯერებენ, რომ ის არის ოპოზიციის ლიდერი, სინამდვილეში არის აგენტურის ინსტრუმენტი და თავად კარგად დაფიქრდეს, ვინაიდან როდესაც ის ასე მტრობს ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, სანამ ამ აგენტურას აწყობს, მოხდება მისი წაქეზება და მერე ისევ იგივე სიტყვებით ხომ არ შეამკობენ მას, როგორც მრავალი წლის განმავლობაში ამკობდნენ ეს ადამიანები?! რაც შეეხება არჩევნებს – მომდევნო არჩევნები 4 წლის შემდეგ ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში. [პარლამენტის დათხოვნის] არც სამართლებრივი მექანიზმები არსებობს და მსგავსი პროცესები ბუნებრივად ვერ იქნება. ეს ადამიანები ხავსს ეპოტინებიან და ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია თავზე დაიხიონ. შესაბამისად, ცხადია, არანაირი ამის საფუძველი არაა, მაგრამ თუ ამ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან, კიდევ უფრო სამარცხვინო სიტუაციაში ჩაიყენებენ საკუთარ თავებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.