რატი იონათამიშვილი – ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო შემფასებლების არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში არჩევნები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში

ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო შემფასებლების არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში – ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ერთი არგუმენტიც ვერ დადო! – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტი არა აქვს, ჭორაობას მიმართავს.
„მთელი მათი პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და საკუთარ ამომრჩეველთან თავის მართლება. მათთვისაც უკეთესი იქნებოდა, ამომრჩეველს სიმართლეს ეუბნებოდნენ, მაგრამ ამის არც უნარი გააჩნიათ, არც რესურსი. როგორც ჩანს, დავალება, რაც მათ მიიღეს, სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიმართული.
როდესაც ფაქტი არა გაქვს, მიმართავ ჭორაობას – ჭორიკანა ოპოზიცია საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს!” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები