რატი იონათამიშვილი – მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში, ამიტომ ამნისტიის დროს მასზე საუბარი ძალიან უხერხულია – ამნისტია ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს

მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში, შესაბამისად, ამნისტიის პროცესის დროს, მასზე საუბარი ძალიან უხერხულია და ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისიე თქმით, ამნისტია არ შეეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ტერორიზმი, კორუფცია, სამოხელეო დანაშაული, მკვლელობა, ნარკორეალიზატორობა და ა.შ.
არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო სტრასბურგის სასამართლომ. შესაბამისად, ამნისტიის პროცესის დროს, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი ძალიან უხერხულია და ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს.
“ნაციონალური მოძრაობა” არის ის პარტია, რომლის დროსაც, მაგალითად, პატიმარზე სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, ერთი თვის განმავლობაში, შეადგენდა 335 ლარს, მაშინ როდესაც დღეს სახელმწიფო საშუალოდ, ერთ პატიმარზე ხარჯავს 1800 ლარს. აქედან ჩანს, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ პატიმრების მიმართ, ადამიანის უფლებების მიმართ, ზოგადად. რასაკვირველია, “ნაციონალურ მოძრაობას” არ დაედგომება იქ, სადაც პატიმართა უფლებებზეა საუბარი,” – განაცხადა იონათამიშვილმა.