რატი იონათამიშვილი – მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, ეს ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან

მესმის, რომ ს ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, რაც ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეები ოპოზიციას იმ ვერდიქტს გამოუტანენ, რომელსაც შემდეგ გასაჩივრება აღარ დასჭირდება.
„მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, რაც ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ამისი ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია. შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” – კრიმინალის ინდიკატია და მისი ლიდერები არამარტო სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლის დამნაშავეები, არამედ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ ყოველთვის მტრული პოზიციონირებით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, ახლა მთავარი ის არის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ამ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეები რადიკალურ ოპოზიციას იმ ვერდიქტს გამოუტანენ, რომელსაც შემდეგ გასაჩივრება აღარ დასჭირდება”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ივანიშვილის განცხადებით, ს შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა