რატი იონათამიშვილი გაეროში, -ის მისაწვდომობის საბჭოს და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

რატი იონათამიშვილი გაეროში, -ის მისაწვდომობის საბჭოს და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 17-ე ასამბლის დასკვნით დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ს მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტოს საჩინ დევ პავითრანს, ტექნოლოგიების და ინფორმაციის მისაწვდომობის დირექტორს ელისონ ლევის და სახელმწიფო დეპარტამენტის შეზღუდული შესაძლებლობის მართლმსაჯულების ოფიცერს ესლან ელისონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს შშმ პირთათვის კომუნიკაციისა და ვებ-მისაწვდომობის სტანდარტებზე, კარგ საერთაშორისო პრაქტიკასა და საკანონმდებლო ჩარჩოებზე. საუბრის დროს, დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარები”, რომელიც უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გზებსა და აუცილებლობაზე.
აშშ-ს მისაწვდომობის საბჭო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო სააგენტო, რომელიც აშშ-ში ფედერალურ დონეზე უწევს კოორდინიაციას შშმ პირთა ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, სერვისების, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობის საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთან შეხვედრა აშშ-ის მისაწვდომობის საბჭომ საკუთარ X პლატფორმაზე გაავრცელა.
Next: ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს – ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს