რატი იონათამიშვილი -ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა

რატი იონათამიშვილი -ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა.
შეხვედრაზე რატი იონათამიშვილმა სარა მინკარანას საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ პროგრესი და გამოწვევები გააცნო.
მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ორმხრივი ვიზიტების შესაძლებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა 17-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 11-13 ივნისს გაეროს ნოუ-იორკის ოფისში იმართება.
Previous: “მსურს გამოვეხმაურო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც ჩემს წინააღმდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ, საკუთარი მედიასაშუალებების გამოყენებით, ცილისმწამებლური, ბინძური, სამარცხვინო კამპანია წამოიწყო

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი