რატი იონათამიშვილი – ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ!

ჩვენზე შანტაჟის ენა ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რათა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ – პირიქით, საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობა გამწვავდება, რადგან ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, “ქართული საზოგადოება ამაყი და თავისუფალია და არავის აქვს უფლება, მას შანტაჟის და მუქარის ენით ესაუბროს, მით უმეტეს, მეგობრობის სახელით”.
“როცა სანქცირების საფუძველს, დასაბუთებას ვკითხულობდი, დასახელებული იყო ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობს. როცა ცხრა წლის განმავლობაში ეს კრიმინალური სინდიკატი იყო ხელისუფლებაში, სწორედ რომ ისინი უთხრიდნენ ძირს ქართულ დემოკრატიას, მოქალაქეებს აწამებდნენ და ხოცავდნენ. სტრასბურგის სასამართლოს ეს კრიმინალური სინდიკატი ასზე მეტ საქმეზე ჰყავს გასამართლებული და როცა ამის შემჩნევა არ ხდება და ახლა დემოკრატიის სახელით ვინმესთვის სანქციის დადება უნდათ, ეს მათ კეთილსინდისიერებაზე იყოს. ფაქტია, რომ ჩვენზე ვერანაირი შანტაჟის ენა ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რათა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ. პირიქით, საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობა უფრო გამწვავდება, რადგან ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?